ZEG ფესტივალი — ამბის თხრობის ხელოვნება, როგორც წარმატების აუცილებელი პირობა
ფოტო: ZEG Festival
ისტორიები ცვლის სამყაროს — ეს ახალი არავისთვისაა, თუმცა ყველა განსაკუთრებულ ამბავს შესაბამისი თხრობა სჭირდება. იმისთვის, რომ ადამიანებზე შთაბეჭდილება მოახდინო და თქვენი ისტორია სამაგალითო, დასამახსოვრებელი და სამოტივაციო აღმოჩნდეს, მხოლოდ შინაარსი საკმარისი არ არის.
კაცობრიობის ისტორიაში ამბებს სხვადასხვაგვარად ყვებოდნენ. ყველა მწერალს, მუსიკოსს, რეჟისორსა თუ ხელოვნების ნებისმიერ სხვა მიმდევარს, საკუთარი უნიკალური სტილი აქვს. ისტორიის მოყოლა, სინამდვილეში, ყველას შეუძლია, თუმცა სხვადასხვა ფორმით. როდესაც წარმოვიდგენთ, რომ ადამიანი იცინის, ჩვენ ვხვდებით, რომ მისი ამბავი სახალისოა, ადამიანი კი ბედნიერებას განიცდის. მწერლები ამას სიტყვებით აღწერენ, მუსიკოსები მუსიკით, მხატვრები კი საღებავებით. ასეთია სამყარო — ჩვენ ყველა ჩვენებურად ვყვებით ისტორიებს.
საქართველოში Impact Hub-ისა და Coda Story-ის ორგანიზებით Storytelling ფესტივალი ZEG ჩატარდა, რომლის მხარდამჭერიც თიბისი სტატუსი იყო. თბილისს მსოფლიოში ცნობილი ამბის მთხრობელები ესტუმრნენ და მსმენელებს თავიანთი წარმატების ისტორიები გაუზიარეს. ფესტივალი 20 ივნისს დაიწყო. ახალგაზრდები მოდიოდნენ და ისმენდნენ რჩევებს, როგორ დაემკვიდრებინათ თავიანთი ადგილი რეალურ სამყაროში.
კადრები, ანუ ამბის თხრობის ყველაზე ეფექტური საშუალება
ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ 21-ე საუკუნეში, როცა ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, ჩვენ კი გაცილებით ნაკლები თავისუფალი დრო გვაქვს, ვიდრე ადამიანს ოდესმე ჰქონია, ინფორმაციის სწრაფად მიღებაზე ორიენტირებულები გავხდით. ამ მხრივ, ისტორიის გადმოსაცემად ყველაზე ეფექტური საშუალება კინო და ვიდეოა, რომელსაც სულ უფრო და უფრო ნაკლები ალტერნატივა უჩნდება.
თუკი ასი წლის წინ მხოლოდ შავ-თეთრ, უხმო კინოს უყურებდნენ ჩვენი წინაპრები, დღეს ვიდეოგრაფია და კინემატოგრაფია იმდენად განვითრებულია, რომ ირეალური სამყაროს შესაქმნელადაც კი მცირე დროა საჭირო. სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს Warner Brothers-ის ვიცე პრეზიდენტმა ქეით ადამსმა და Vogue-ს 73 კითხვის შემქმნელმა ჯო საბიამ.
მათ განიხილეს თანამედროვე შოუების ესთეტიკა, მთავარი სათქმელი და თხრობის სტილი, თუმცა მათი მთავარი ფოკუსი მაინც მომავლის კინო იყო. ქეით ადამსი აღნიშნავდა, რომ Warner Brothers წლიდან წლამდე იცვლება და ვითარდება, რაც სცენარების შერჩევის პრინციპებშიც გამოიხატება. მისი თქმით, თანამედროვე ეპოქაში ძალიან რთული გახდა ისეთი ფილმების შექმნა, რომლებიც დროს გაუძლებს, რადგან ბაზარზე უამრავი ახალი პროდუქტი იქმნება და ადამიანებს დიდი არჩევანი აქვთ. შესაბამისად, სცენარის შერჩევაც უფრო გართულდა: "უნდა ვეძებოთ და ავირჩიოთ ისეთი სცენარი, რომელიც გაგვაოცებს და აღტაცებულს დაგვტოვებს, სხვა შემთხვევაში ფილმი წარუმატებელი იქნება", - თქვა ქეით ადამსმა.
ჯო საბიას აზრით კი, მომავალში ფილმების ქრონომეტრაჟი კიდევ უფრო მეტად შემცირდება და მისი ამოცანა უფრო გართულდება, თუმცა სჯერა, რომ ინდუსტრია ამასაც ღირსეულად გაუმკლავდება. მან თავისი შოუს წარმატებაზეც ისაუბრა, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს. ჯო საბიამ აღნიშნა, რომ Vogues 73 კითხვის წარმატება მისმა ესთეტიკამ და ორიგინალურობამ გამოიწვია, რადგან ადამიანები მისი დახმარებით ხედავენ საყვარელ მსახიობებს, მუსიკოსებს, რეჟისორებს და ზოგადად ვარსკვლავებს, სრულიად უშუალო გარემოში.
მაგალითად, ჯო საბიას რუბრიკის ერთ-ერთი სტუმარი მარგო რობი იყო, რომელსაც ის სახლში ესტუმრა. უყურეთ ამ ვიდეოს და მიხვდებით, რას გულისხმობდა ჯო საბია, როცა უშუალობაზე საუბრობდა.
ამბის თხრობის ხელოვნება, როგორც სწავლების ყველაზე ეფექტური საშუალება
ეს თემა ქართულ კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო. საქართველო უკვე მრავალი წელია განათლების სისტემის კრიზისში იმყოფება. ფაქტობრივად ყოველწლიურად იცვლება გამოცდების მეთოდები და მოთხოვნები, პარალელურად კი სკოლებში სწავლების ხერხი უცვლელი რჩება. ასეთი არასტაბილური გარემოსა და სახელმწიფოსგან განსაზღვრული პრიორიტეტების გამო, ქართული განათლების სისტემა, შესაბამისად მის წიაღში აღზრდილი ახალგაზრდები, უფრო და უფრო შორდებიან თანამედროვეობის გამოწვევებს.
თუკი დღემდე ფიქრობთ და გგონიათ, რომ განათლების მაჩვენებელი სკოლის ქულებითა და დიპლომების რაოდენობით იზომება, მაშინ აარონ რასმუსენისა და ალექს ბეარდის დიალოგის შესახებ მოგიყვებით, რომელიც ZEG ფესტივალზე შედგა.
აარონ რასმუსენი ცნობილი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმის, Masterclass-ის დამფუძნებელია. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ამ პლატფორმაზე სხვადასხვა სფეროში ყველაზე წარმატებული ადამიანები იკრიბებიან და მომხმარებლებს მათ ცოდნას, გამოცდილებასა და მუშაობის ტექნიკებს უზიარებენ. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები საუკეთესო მწერლებისგან, მუსიკოსებისგან, რეჟისორებისგან, მსახიობებისგან, შეფებისგან და ა.შ.
ალექს ბეარდი კი ბესტესელერის Natural Born Learners-ის ავტორია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სწავლების, თუმცა ZEG-ზე საუბრის დროს თავისი პირველი გამოცდილება გაიხსენა. ალექსმა აღნიშნა, რომ სკოლაში ინგლისური ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და როდესაც პირველად შევიდა სასწავლო კლასში, წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა დაემყარებინა კონტაქტი მოსწავლეებთან.
"პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში და მოსწავლეებს შევხვდი, ერთ რამეს მივხვდი — მოსწავლეებმა ცოტა რამ იცოდნენ შექსპირის შესახებ, თუმცა მე კიდევ უფრო ცოტა ვიცოდი სწავლებისა და მასწავლებლობის შესახებ", - თქვა მან.
აარონ რასმუსენმა მასტერკლასზე საუბრისას აღნიშნა, რომ როდესაც პლატფორმა ქმნიდა, ზუსტად ესმოდა თანამედროვე განათლების გამოწვევები. მისი თქმით, დღეს ყველაზე ეფექტური საშუალება განათლების მისაღებად, მოტივაციის გარდა, ცოდნის გაზიარებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა უშუალო გარემოში შენი კუმირი გიზიარებს მას.
ალექსი და აარონი აღნიშნავდნენ, რომ 21-ე საუკუნეში განათლების რაიმე ჩარჩოში მოქცევა ზრდის არაეფექტურობას, ამიტომ სწავლისთვის თავისუფლებაა საჭირო. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება შეიმეცნონ ყველაფერი ნებისმიერი რესურსიდან და მიღებული ცოდნა პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოიყენონ. ამ პროცესში კი ტექნოლოგიების როლი განუსაზღვრელია.
ბოლოს და ბოლოს, ადამიანები ბუნებრივად შემეცნებით არსებებად იბადებიან.
სურნელით გადმოცემული ისტორია
ZEG-ის კიდევ ერთი მოწვეული მომხსენებელი ცნობილი გერმანელი პარფიუმერი გეზა შონი იყო, რომელმაც Escentric Molecules დააფუძნა. თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ამბის მოსაყოლად მხოლოდ კადრები და სიტყვები არ გამოიყენება, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დეტალი სწორედ სურნელია.
"რატომ ვერ ელევიან ადამიანები წიგნებს და რატომ კითხულობენ ისინი ქინდლში ნაკლებად? თქვენ შეიძლება მედაოთ, მაგრამ მე მჯერა, რომ მთავარი პასუხი სწორედ წიგნის სურნელია", - თქვა მან.
გერმანელმა პარფიუმერმა თავისი ბრენდის შექმნის ისტორიაც გაიხსენა. ეს იყო რთული და გამოწვევებით სავსე გზა, თუმცა სჯეროდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა, რადგან იცოდა, რომ მისი სუნამოები შექმნიდა ამბებს ადამიანებისთვის. ეს ასეც მოხდა.
"როდესაც ჩვენი პირველი ნამუშევარი პოტენციურ ინვესტორს მივუტანეთ, მან გვითხრა - იცით, ამ სუნამოს სურნელი საერთოდ არ აქვს, მე ვერაფერს ვგრძნობო. რა უნდა გვექნა? წამოვედით. ცოტა ხნის შემდეგ დაგვირეკა და უზარმაზარი შეკვეთა მოგვცა. იმდენად დიდი, რომ შოკში ჩავვარდით. გაინტერესებთ რა მოხდა?", - მიმართა გეზამ აუდიტორიას.
აი, რა მოხდა — აღმოჩნდა, რომ მათ შექმნილ სუნამოს ისეთი მოლეკულები ჰქონდა, რომელსაც მატარებელი ვერ აღიქვამს, თუმცა ირგვლივ ყველა გრძნობს. როდესაც ინვესტორი ოფისიდან გამოვიდა, მას კომპლიმენტი უთხრეს ლიფტში, შემდეგ სავაჭრო ცენტრში, შემდეგ კი კაფეში. ინვესტორი გაოცებულა, მე ვერაფერს ვგრძნობო, მაგრამ ისტორიამ თავისი ქნა - როდესაც გეუბნებიან, რომ კარგი სურნელი გაქვს, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა და პოზიტიურად იწყებ ფიქრს.
გეზა შონმა აღნიშნა, რომ სურნელები ამბის შექმნისა და დამახსოვრების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მიწურულს, აუდიტორიამ მას ჰკითხა: რომელია თქვენი საყვარელი სურნელი?
მან კი უპასუხა: ჩემი მცირეწლოვანი ქალიშვილის სურნელი, ჩემი ფავორიტია.
შეჯამებისთვის ჩვენს მკითხველთან მხოლოდ ერთი რჩევა დაგვიგროვდა: შეაგროვეთ, დაიმახსოვრეთ და მოჰყევით ისტორიები, რადგან ეს საუკეთესოა, რაც შეგიძლიათ რომ აკეთოთ.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს







კომენტარები