რა განსხვავებაა შაქარსა და სიგარეტს შორის
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოწევა მარგინალიზებული და სტიგმატიზებული გახდა. ახლა სიგარეტი მხოლოდ სპეციფიკური შეფუთვით იყიდება, მრავალ ადგილას კი მოწევა სრულად აკრძალულია.
ნელ-ნელა ჩნდება ნიშნები, რომ იგივე, შესაძლოა, შაქრის მიმართაც მოხდეს.
შაქრიან სასმელებზე გადასახადები უკვე დაწესებულია, ახლა კი ჩნდება მოსაზრებები, რომ, მაგალითად, ტკბილეული, ტკბილი სასმელები და სასუსნავები მხოლოდ ერთფეროვანი, უბრალო შეფუთვით უნდა იყიდებოდეს, რათა ის მომხმარებლებისთვის ნაკლებად მაცდური გახდეს.
ამ საკითხზე ბრიტანული ორგანიზაცია, საზოგადოებრივი პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტი (IPPR) ახლახან გამოქვეყნებულ მოხსენებაში საუბრობს და ამბობს, რომ ტბილეულის შემცველი პროდუქტების შეფუთვა უნდა შეიცვალოს.
ამ იდეის შესახებ წინააღმდეგობა უკვე გამოითქვა. ბრიტანეთის საკვებისა და სასმელების ფედერაციის გაყიდვების მარეგულირებელმა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბრენდინგი "ფუნდამენტური კომერციული თავისუფლებაა," რომელიც "ჯანსაღი კონკურენციისთვის აუცილებელია."
საშუალოსტატისტიკური თინეიჯერი რეკომენდებულზე დაახლოებით სამჯერ უფრო მეტ შაქარს მოიხმარს. ექსპერტების თქმით, თუ გვსურს, რომ 2030 წლისთვის ბავშვებში წარბჭონიანობა გავანახევროთ, გაბედული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
კომენტარები