რა ხდება, როცა ქვეყანა სოციალურ მედიას ბლოკავს
შრი-ლანკის ხელისუფლების მიერ სოციალური მედიის აკრძალვა ყველასათვის უხერხული კითხვის დასმას გვაიძულებს: იქნებ, გლობალური სოციალური მედია-ქსელის არსებობა შეუძლებელია?
ფოტო: Getty
აპრილში განხორციელებული კოორდინირებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ შრი-ლანკაში სოციალური მედია-საიტები დაიბლოკა. The New York Times-ის მიხედვით, მთავრობის მხრიდან მსგავსი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იმის შიშით იყო განპირობებული, რომ ფეისბუქისა და ინსტაგრამის მსგავსი პლატფორმებით დეზინფორმაცია და სიძულვილის ენა გავრცელდებოდა. ეს კი მეტ გაუგებრობას წარმოქმნიდა ან სულაც მეტი ძალადობის გამომწვევი გახდებოდა. ამასთან, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრმა, რანილ ვიკრემესინგიმ ხალხს ამ სიტყვებით მიმართა: "გთხოვთ, სპეკულაციისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოთ".
სოციალურ მედიასთან წვდომის აღკვეთა შრი-ლანკაში პირველად არ მომხდარა. გასულ მარტს მეტწილად ბუდისტურ საზოგადოებაში ანტიისლამური გამოსვლების შემდეგ, სახელმწიფომ მსგავსი საინფორმაციო ვაკუუმი იმავე მიზეზების გამო შექმნა. მას შემდეგ ინტერნეტზე კონტროლი სულ უფრო ძლიერდებოდა.
აპრილის ტერორისტული აქტებიდან უდიდესი მსხვერპლი ქალაქ ნეგომბოს სეინტ სებასტიანის ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას მოჰყვა.
ფოტო: Agence France-Presse / Getty
გასულ ნოემბრს ფეისბუქმა აღიარა, რომ მიანმარში ეთნიკური ძალადობის გასაჩაღებლად მისი ტექნიკური ბაზა გამოიყენეს. რამდენიმე თვის წინ კი ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მკვლელმა ფეისბუქისვე ლაივსტრიმით ცოცხლად გადასცა სროლის კადრები. ტექმომსახურების კომპანიების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვიდეო ფეისბუქზე, იუთუბზე და სხვა პლატფორმებზე რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც ვრცელდებოდა. ამ ქვეყნებს სოციალური მედია-საშუალებები არ დაუბლოკავთ, მაგრამ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მსგავსი კომპანიების მიმართ რეგულაციების გამკაცრების საკითხი დაისვა.
შრი-ლანკაში სოციალური მედიის დაბლოკვა იმ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს, რომ ინტერნეტს როგორც კარგი, ასევე ცუდი შედეგების გამოწვევა შეუძლია. ის, რომ ეს გლობალური საინფორმაციო ქსელი, რომელიც მეტ-ნაკლებად დედამიწის ნებისმიერ წერტილში მუშაობს, თანამედროვე სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურათაგანია, თითქოს აქსიომატურ მოცემულობად იქცა. მაგრამ, იქნებ, ეს ასე არ არის და, სინამდვილეში, გლობალური სოციალური ქსელის არსებობა შეუძლებელია?
როდესაც ტრაგედია ტექნოლოგიის სიავკარგის შეფასებას გვაიძულებს, ჩვენ, როგორც წესი, მის მიერ მოტანილ სარგებელსა და ზიანს ვუდარებთ ხოლმე ერთმანეთს. ყველასთვის ცხადია, რომ ფეისბუქი, Whatsapp და სხვა მსგავსი აპლიკაციები არაერთხელ ქცეულან დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი მუხტის გაჩაღების წყაროებად. მაგრამ, მეორე მხრივ, რაც ინტერნეტი კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილი გახდა, მათი საშუალებით ხალხს დროულად შეუძლია პირველადი დახმარების პოვნა ან ტრაგედიის შემდეგ ნათესავებთან დაკავშირება. მსგავსი ლოგიკა კი მყარია, მაგრამ, ამასთან - წრიულიც: დიდი ვერაფერი შეღავათია, რომ სოციალური მედია იმ არეულობის მოწესრიგებაში გვეხმარება, რომლის შექმნაში თავადაც მიუძღვის წვლილი.
შრი-ლანკაში საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ბუდისტურ უმრავლესობასა და ტამილურ უმცირესობას შორის 26-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, სოციალური მედია დემოკრატიის შენარჩუნებაში ფუნდამენტურ როლს ასრულებს. დემოკრატია ხომ იმ ინფორმაციის ნაკადზეა დაფუძნებული, რომელზე დაყრდნობითაც ხალხს გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ეძლევა.
მაგრამ შრი-ლანკის სოციალური ქსელი მთლიანად ფეისბუქისა და მისი ინიციატივის, internet-org-ის წყალობითაა ფორმირებული. სწორედ მათი საშუალებით გახდა განვითარებადი ქვეყნებისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ფეისბუქის საკუთრებაში არსებული პროდუქტები, განსაკუთრებით კი Whatsapp, მსგავს სახელმწიფოებში კომუნიკაციის მთავარ წყაროებად იქცა. დასავლეთში ინტერნეტის მხარდამჭერები შრი-ლანკაში განხორციელებულ ბლოკადის მგავს სამთავრობო გადაწყვეტილებებს როცა აპროტესტებენ, ამ მოვლენას ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვის სახელით მოიხსენიებენ. ეს ტერმინი იდოლოგიზირებულ სარჩულს კი ნამდვილად ატარებს, მაგრამ, რეალურად, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონებს შეესაბამება; აქ სოციალური მედია ინტერნეტის თუმცა - მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც მხოლოდ ნაწილია. განვითარებად ქვეყნებში კი სოციალური მედია არის კიდეც ინტერნეტი და ონლაინ ყოფნა ფეისბუქის ან Whatsapp-ის მოხმარებას დიდად არ სცდება.
ფოტო: Jeff Chiu / AP
ასეთი მდგომარეობა სრულ მედია-ბლოკადას უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ჟურნალისტი გრემ ვუდი ამტკიცებს, რომ ერთი შეხედვით გამართლებული და კეთილი მიზნით სიტყვის თავისუფლების აკრძალვა მთავრობის მხრიდან ავტორიტარიზმის გაღვივების საშიშროებას შეიცავს. შრი-ლანკის მაგალითზე დაკვირვებით ჩანს, რომ ტამილურენოვანი მედიის იმპორტის აკრძალვებმა სეპარატიზმის გაჩენას შეუწყო ხელი, საზოგადოების ნაწილი იზოლაციაში მოამწყვდია და შედეგად მოსახლეობა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა. წარსული და დღევანდელი გარემოებების გათვალისწინებით, შრი-ლანკაში მედიის აკრძალვა უფრო საშიშია, ვიდრე - ავსტრალიაში ან ამერიკაში. "რისკები შრი-ლანკაში გაცილებით დიდია. სანამ გენოციდს არ იწვნევ, იქამდე ჭეშმარიტი ტერორის არსს ვერ ჩაწვდები", - აცხადებს გრემ ვუდი.
პრობლემის ნაწილი ისაა, რომ დასავლეთში სოციალური მედია-ქსელებს მომხმარებელი ფიქსირებული მნიშვნელობების მატარებელ ერთეულებად აღიქვამს; ფეისბუქი კანზასშიც და კალიფორნიაშიც იგივე ფეისბუქია; ინსტაგრამი საფრანგეთის პარიზსა თუ ტეხასის პარიზში ერთნაირად მუშაობს. ტექნოლოგიური კომპანიების სოციალური და ეკონომიკური მდგრადობა მთელი დედამიწის გარშემო მყოფი მომხმარებლებისთვის ერთგვაროვანი მომსახურების მიწოდებაზეა დამოკიდებული. სმარტფონის ერთი და იგივე ოპერაციული სისტემა მთელი მსოფლიოს გარშემო ერთსა და იმავე ინტერფეისს სთავაზობს თავის კლიენტებს. განახლებებიც თითქოს ყველგან ერთნაირად და ერთ დროს ხდება, რაც სრულიად უცხო ადამიანების ურთიერთგაგების ფორმალურ საფუძველს ქმნის. სილიკონის ველზე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და მისი მთელი მსოფლიოს გარშემო გადანაწილებას კი, ისტორიულად უპრეცენდენტოდ მცირე კაპიტალისა და ადამიანური რესურსის დახარჯვის ხარჯზე, უზარმაზარი სარგებელი მოაქვს.
სოციალური მედია რომ მონოლითურია, ეს მხოლოდ თავის დამამშვიდებელი მითია. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციების გადმოწერა და პოსტების ატვირთვა ყველგანაა შესაძლებელი, სინამდვილეში ეს სერვისები გლობალურად არ მუშაობს. ინსტაგრამი კი ერთია, მაგრამ პარიზი ტეხასში და პარიზი საფრანგეთში ნამდვილად არ არის ერთი და იგივე. სოციალური მედია რთული სოციო-პოლიტიკური გარემოებების ნაწილია, რომელიც მეტად გაცნობიერებულ მოპყრობას საჭიროებს. ის, რომ შრი-ლანკიდან დაწყებული, ახალი ზელანდიით დამთავრებული, მრავალი ქვეყნის ხალხი ფეისბუქზე, იუთუბზე და სხვა პლატფორმებზე რეგულაციების დაწესებას ითხოვს, ამ გლობალური მედიების ლოკალურ დონეებზე მორგების საჭიროებას ააშკარავებს.
ეს რთული გამოწვევაა. გამოსავალი ადგილობრივი სურვილების პირდაპირ ასრულებაში ვერ იქნება, როგორც ამას შრი-ლანკაში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში არსებული რისკები მოწმობენ. ამასთანავე, ეს პროცესი მოითხოვს გაცილებით მეტს, ვიდრე სიძულვილის ენის, ცრუ ინფორმაციისა და ძალადობისკენ მოწოდების მონიტორინგია, რის გაკეთებასაც ფეისბუქი არაერთხელ დაგვპირდა, იქნებოდა ეს მიანმარის მოვლენების, კრაისტჩერჩში სროლის თუ ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ბრალდებების დროს.
გასულ წელს გუგლმა ჩინეთში თავისი საძიებო სისტემის ცენზორული ვერსიის გაშვება გადაწყვიტა, რითაც საკუთარი თანამშრომლებისვე პროტესტი გამოიწვია.
ფოტო: Aly Song / Reuters
რთულია იცოდე, მსგავსი მდგომარეობიდან გამოსავალი თუ არსებობს. კაცობრიობის ისტორიაში აქამდე ბილიონობით ხალხს არასდროს ჰქონია ერთმანეთთან კავშირის მომენტალურად დამყარების საშუალება. ამ დრომდე მთავრობებს თავისი ქვეყნების მიღმა მედიისთვის თვალყურის დევნება არ უხდებოდათ. ამ დრომდე კორპორაციებს, თუნდაც ყველაზე მსხვილებს, არ უწევდათ ამ რაოდენობის განსხვავებული ადამიანების სურვილთა დაკმაყოფილება. მარკ ცუკერბერგი ფეისბუქს თავიდანვე სოციუმს ეძახდა, მაგრამ, რეალურად, ის სოციუმი არც ახლაა და არც არასდროს ყოფილა. ფეისბუქი მილიონობით სოციუმის თანაკვეთაა და ზემოდან კიდევ ათასობით ახალ სოციუმს ქმნის თავის ვირტუალურ კედლებში. აპრილის თავდასხმების შემდეგ შრი-ლანკის მთავრობის გაკიცხვა სოციალური მედიის დაბლოკვის გამო ადვილია. მაგრამ იმის მტკიცება კი რთულია, რომ ინფორმაციის თავისუფალმა დინებამ მხოლოდ კარგი მოუტანა ქვეყანას ან მთლიან რეგიონს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ფეისბუქის წინ ახალი პრობლემა დგება, ჩნდება გამოსავლის იგივე გზები, რომელთა განხორციელებასაც იგივე შეფერხებები ეღობება. უკეთესი თვითმმართველობა და ანგარიშვალდებულება უნდა მიიღწეს, ოღონდ ზრდასა და მოგების კოეფიციენტს არაფერი უნდა დააკლდეს; ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან უკეთესი უკუკავშირი უნდა დამყარდეს, ოღონდ ისინი სოციალური მედიის მთავარ დაპირებებს წინ არ უნდა აღუდგნენ. მარეგულირებელი რეფორმები ღიად უნდა განხორციელდეს, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ტექნოლოგიური კომპანიების დახმარებითვე შექმნილი პოლიტიკური თავსატეხები ამის შანსს ამცირებს. ამასთან, ლოკალური რეგულაციების დე ფაქტო გლობალურ პოლიტიკად ქცევის საშიშროებაც არსად ქრება.
ეს მოვლენები აჩენს კითხვას, რომლის დასმა არავის უნდა, რადგან მასზე შესაძლო პასუხი ყველას აშინებს. დროებით გვერდით უნდა გადავდოთ კითხვა, არის თუ არა ინტერნეტი დემოკრატიის ინსტრუმენტი, და ვკონცენტრირდეთ იმის გარკვევაზე, სიცოცხლისუნარიანია თუ არა ის საერთოდ. გლობალური საინფორმაციო ქსელი, რომელიც ეფექტიანი მენეჯმენტის მიერ უმნიშვნელო შესწორებების ხარჯზე მსოფლიოსა და მის ყველა მაცხოვრებელს მეტნაკლებად ერთნაირი ფორმით აკავშირებს ერთმანეთთან, შეიძლება, უბრალოდ, მიუღწეველი მდგომარეობა იყოს.
-
აუტისტური სპექტრის აშლილობა გოგოებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით ვლინდება — მასშტაბური კვლევა აუტისტური სპექტრის აშლილობა გოგოებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით ვლინდება — მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ილია მიქელაიშვილი: დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა ილია მიქელაიშვილი: დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი? ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი?
გადახედვა
-
ნახეთ: არგენტინაში 25-ზე მეტი ახალი სახეობა და "მოცეკვავე" აჩრდილი-მედუზა აღმოაჩინეს ნახეთ: არგენტინაში 25-ზე მეტი ახალი სახეობა და "მოცეკვავე" აჩრდილი-მედუზა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთს დედამიწის ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების განთავსება სურს ჩინეთს დედამიწის ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების განთავსება სურს
გადახედვა
-
11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება 11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
ტრამპმა ვებსაიტი TrumpRx ჩაუშვა, სადაც ამერიკელები მედიკამენტების ფასდაკლებით ყიდვას შეძლებენ ტრამპმა ვებსაიტი TrumpRx ჩაუშვა, სადაც ამერიკელები მედიკამენტების ფასდაკლებით ყიდვას შეძლებენ
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე? როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე?
გადახედვა
-
ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება — საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება — საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
-
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა
გადახედვა
-
ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი
გადახედვა
-
მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: მე, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტებს არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ ლევან ხაბეიშვილი: მე, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტებს არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ
გადახედვა
-
ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
-
შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ II მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება — რა არის დასჯადი შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ II მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება — რა არის დასჯადი
გადახედვა
-
ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა
გადახედვა
-
სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
-
შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს
გადახედვა
კომენტარები