თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, პირველადი ინფორმაციით, იყო ქვათა ცვენა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

მათივე თქმით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან.