თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მშენებლობაზე კედლის ჩამოინგრევის შედეგად ოთხი მუშა დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მუშების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.