5 კუნძული რომელსაც უნდა ეწვიო, თუ სილამაზის გარდა იდუმალი ისტორიებიც გიზიდავს
ფოტო: Botanica/Pinterest.com
ამ სამყაროში უამრავი უცნაური ადგილი არსებობს, თუმცა გაცილებით უცნაურია შუა ოკეანეთში მდებარე სხვადასხვა კუნძული, რომელიც, მიუხედავად ულამაზესი სანაპიროსა და უნიკალური გამოცდილებებისა, ბევრ უჩვეულო ისტორიებს იტევს.
გთავაზობთ არაორდინალური ამბებით სავსე ხუთ კუნძულს:
1. სოკორტას კუნძული, იემენი
მასზე მოხვედრისას, შეიძლება იფიქროთ, რომ სრულიად შემთხვევით უცხო პლანეტაზე აღმოჩნდი. კუნძული არაბეთის ზღვაში მდებარეობს. მისი იზოლირების გამო აქ უნიკალური ბიომრავალფეროვნება შეიქმნა.
კუნძულზე 825 მცენარეთა სახეობა მოიპოვება, ხოლო აქედან 37% ენდემურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მხოლოდ აქ ხარობენ.
ის სავსეა ე.წ. დრაკონის ხეებითა და ბრახიხიტონით, რაც, საბოლოო ჯამში, კუნძულს ლეგენდებითა და მისტიკურობით ავსებს. გარდა ამისა, მასზე მდებარე ხეები უცნაური ფორმებით გამოირჩევიან.
მაგალითად ერთ-ერთი ხე [სახელად Adenium Socotranum] სპილოს ფეხებს მოგაგონებთ, რომლის თავშიც ვარდისფერი ყვავილები იზრდება.
სოკოტრამ თავისი უნიკალურობა გეოგრაფიული იზოლირებით შეინარჩუნა. დრაკონის სისხლის ხეებზე სოკოტრას კუნძულზე ლეგენდა არსებობს: ორი ძმის ჩხუბის შედეგად ერთ-ერთი მოკვდა, ხოლო მის სისხლზე სწორედ ეს ხე გაიზარდა. მას ადგილობრივებში მრავალჯერადი გამოყენება აქვს, მაგალითად, სამედიცინო. მშობიარობის შემდეგ, ქალი ამ ხის ფისს წყალთან ერთად ურევს და სვავს, რათა მოძლიერდეს. მოკლედ, მთელი კუნძული უცნაური ფორმის მცენარეებითაა სავსე და სანახავად აუცილებლად ღირს.
2. მიწისძვრის კუნძული, პაკისტანი
ძლიერმა მიწისძვრამ, რომელმაც 2013 წელს პაკისტანში 39 ადამიანი შეიწირა, ახალი კუნძულიც წარმოქმნა. პაკისტანის მეტეოროლოგის, მუჰამედ რიაზის თანახმად, მიწისძვრის მაგნიტუდა 7,7-ს აღწევდა.
მეტეოროლოგიური დეპარტამენტის დირექტორის მიხედვით, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ისინი ძალიან პატარა, ას მეტრიან კუნძულს ხედავდნენ მიწისძვრის შემდეგ. მისი ზედაპირი დაფარულია ზღვის მკვდარი თევზებით, თუმცა ის მყარია, შესაბამისად, მასზე სიარული ადამიანს შეუძლია. მიუხედავად ამისა, მიწისძვრისგან შექმნილი კუნძული ნელ-ნელა ისევ წყალში იძირება.
3. მიაკე-ჯიმა, იაპონია - კუნძული გაზის ნიღბებით
ტოკიოს სამხრეთით, 180 კილომეტრში კუნძული მიაჯე-ჯიმა მდებარეობს, რომელზეც მოქმედი ვულკანია. წინა საუკუნეში ვულკანი ოიამა 6-ჯერ ამოქმედდა. თუმცა ეს კუნძულის მთავარი საშიშროება არ არის, მთავარი პრობლემა მომწამვლელი გაზის ძალიან მაღალი კონცენტრაციაა, ამიტომაც გაზის ნიღბები მოსახლეობას სულ თან დააქვს.
ამის მიუხედავად, როგორც ერთ-ერთი ტურისტი, სეთ ლუი, წერს, ინტერნეტში გაზის ნიღბების ამბავი არასწორად ვრცელდება. აქ მოგზაურობა სრულიად უსაფრთხოა ტურისტებისთვის და არცაა საჭირო, მუდმივად გაზის ნიღბებით იარო.
მიაკე-ჯიმაზე ვიზიტი პირველ რიგში, ხედების სანახავად ღირს. კუნძული ტურისტებს ვულკანის უნიკალურ პეიზაჟს სთავაზობს.
გარდა ამისა, მოსახლეობის რაოდენობა 2016 წლის მონაცემებით 2 451-ია. შესაბამისად, საუკეთესო შესაძლებლობაა, ტურისტებმა ძველი იაპონური კულტურა ადგილობრივებთან საუბრით კარგად და სიღრმისეულად შეისწავლონ.
4. ტაშიროჯიმა, იაპონია - კუნძული კატების მოყვარულთათვის
ჰარუკი მურაკამის ეს კუნძული, ალბათ, ძალიან ეყვარებოდა. კუნძულზე ადამიანებზე მეტი კატები ცხოვრობენ, ამიტომაც მას ზედმეტსახელად კატების კუნძული დაერქვა.
ადგილობრივებს სჯერათ, რომ თუ კატებს მოუვლიან, მათთვის კეთილდღეობა და იღბალი გარანტირებული იქნება. კუნძულის შუა ნაწილში კატის პატარა სალოცავიც მდებარეობს, ხოლო მთლიანად კუნძულზე კატების 51 ქვის მონუმენტია განთავსებული.
ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ტაშიროჯიმას მეთევზე ამინდის ცვლილებას კატის დახმარებით ადგენდა. ერთ დღესაც, კატა უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა. მეთევზემ მას პატივი სცა და პატარა სალოცავი აუგო.
ამ კუნძულზე კატებს ადამიანების არ ეშინიათ. ამიტომ, თუ გადაწყვიტეთ ტაშიროჯიმას მონახულება, კატების სიახლოვის არ შეგეშინდეთ.
5. ახალი კალედონია
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კალედონია დანარჩენი კუნძულებისგან სიდიდით გამოირჩევა, ისიც სავსეა უჩვეულო ამბებით.
მაგალითად, მისი მაცხოვრებლების 34% კანაკები არიან, რომლებსაც ერთ-ერთ სოფელში, კანალაში ბელადიც კი ჰყავთ.
ტროპიკულ გარემოსთან ერთად კანაკები თავიანთი საჩუქრის გადაცემის რიტუალით გამოირჩევიან, რომელიც აუცილებლად ტომის ბელადს უნდა მიართვან. ძირითადად, საჩუქარში ერთი კოლოფი სიგარეტი, ტანსაცმელი ან ცოტა ფული იგულისხმება.
ძირითადად, კალედონიის მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკე ან პროტესტანტია, თუმცა მათ კულტურაში შეიმჩნევა ძალიან ძლიერი პატივისცემა ხეებისა და ხილის მიმართ. წარსულში სწორედ ამ ხეებში მიცვალებულებს მარხავდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ეს იწვევს მათი რელიგიური ღირებულებების აღრევას. გარდა ამისა, კანაკები ასევე თავიანთი ხის მონუმენტებით არიან ცნობილნი.
თუ გადაწყვეტთ ეწვიოთ ამ ეგზოტიკურ კუნძულებს, არ დაგავიწყდეთ შეიძინოთ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ.
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა




კომენტარები