მანიფესტი ტრანსფობიის წინააღმდეგ — 31 მარტი ტრანსგენდერი პირების ხილვადობის დღეა
ფოტო: Shutterstock/StudioLaska
31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ტრანსგენდერი თემი აწყობს ონლაინ აქციას. მათ მოუწოდეს საზოგადოებას, რომ 31 მარტს 18 საათზე ფეისბუკს ლაივზე გავიდნენ და წაიკითხონ მანიფესტი. მათი განცხადება ეხება იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებსაც ტრანსგენდერი ადამიანები აწყდებიან საქართველოში.
ტრანსფობიის წინააღმდეგ ტრანსგენდერი პირების მანიფესტის ტექსტს On.ge უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს გვინდა ვისაუბროთ საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე:
- ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა მათი გარეგნობისა და გენდერული გამოხატვის გამო;
- საქართველოში უკვე ორი ტრანსგენდერი ქალი — ზიზი და საბი მოკლეს;
- ტრანსგენდერ ადამიანებზე არ ზრუნავს სახელმწიფო;
- ჯანდაცვის სისტემა არ არის მორგებული მათ საჭიროებებზე — არ აძლევს ჰორმონოთერაპიისა და სქესის შეცვლის ოპერაციის საშუალებას. ასევე ვერ იღებენ სიცოცხლისათვის საჭირო სამედიცინო სერვისებს;
- სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს აიძულებს სავალდებულო სტერილიზაციას და ოპერაციას დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად;
- სახელმწიფო ტრანსგენდერი ადამიანებისთვის არ უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას გამუდმებით შიშში იატაკქვეშ უწევს ცხოვრება;
- ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო და თანასწორ გარემოს. რის გამოც ისინი ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას;
- ტრანსგენდერ ადამიანებს სახელმწიფო არ აძლევს დასაქმების საშუალებას, არ იცავს მათ დისკრიმინაციისგან სამსახურში. რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანების უმრავლესობა იძულებულია ჩაერთოს სექს-სამუშაოში;
- ტრანსგენდერი ადამიანებს აქვთ საცხოვრებლის პრობლემა. მათი ყოფა არაადამიანური, დამამცირებელი და გაუსაძლისია.
ეს არ არის მხოლოდ ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემა! თუ შენ ხარ დაუსაქმებელი, ან დასაქმებული დაბალანაზღაურებად სამსახურში, თუ შენი უფლებები ირღვევა შენს სამუშაო ადგილას, თუ შენ არ მიგიწვდება ხელი ჯანდაცვასა და საჭირო მედიკამენტებზე, თუ შენ ვერ იღებ განათლებას, თუ შენ იჩაგრები შენი გენდერის ან განსხვავებულობის გამო, შენ არ უნდა გაჩუმდე! არ შეეგუო უსამართლობას — ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში, უმუშევრობაში და უსახლკარობაში ცხოვრობენ. ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემას და ღირსეულ ცხოვრებას.
ჩვენი ყოველი დღე ბრძოლაა!
შემოგვიერთდი შენც ამ ბრძოლაში!"
მანიფესტს ფეიბუქ ლაივის მეშვეობით კითხულობენ ლგბტ აქტივისტები, ასევე აქციას შეუერთდნენ საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები:
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
კომენტარები