თბილისის მერიის განცხადებით, კვირას, 31 მარტს, 09:30-დან 10:30 საათამდე ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. მიზეზი ხიდის სარეკოსნტრუქციო სამუშაოებია.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.