თელავში შვილმა დედა ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ბრალდებული დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 11¹-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.