კონორ მაკგრეგორი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ცდილობს ფეხბურთის კონორ მაკგრეგორი იყოს
შერეული ორთაბრძოლების ყველაზე ცნობადმა წარმომადგენელმა, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა Fifa.com-თან მანჩესტერ იუნაიტედზე, კრიშტიანო რონალდუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.
ცნობილია, რომ კონორ მაკგრეგორი შერეულ ორთაბრძოლებამდე ფეხბურთელობაზე ოცნებობდა და სხვადასხვა აკადემიებშიც ირიცხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სპორტში წარმატებას ვერ მიაღწია, ირლანდიელმა UFC-ში შესანიშნავი კარიერა აიწყო და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლიც გახდა.
"მე მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ... ბავშვობაში, როცა ამ გუნდის თამაშს ვუყურებდი, მიტაცებდა მათი გამარჯვებული მენტალიტეტი და ხალხი, რომელიც იმ დროს იუნაიტედში მუშაობდა, მათ შორის ირლანდიელი ლეგენდები როი კინი და დენის ირვინი. როი კინი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო, რომელიც მეტოქეებს თამაშის დაწყებამდეც კი შიშის ზარს სცემდა", - ამბობს კონორი.
MMA-ის ვარსკვლავმა ოლე გუნარ სულშერის მოღვაწეობაც შეაფასა. ის ფიქრობს, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ნორვეგიელ მწვრთნელს ხანგრძლივი კონტრაქტი უნდა მისცეს.
"მან გუნდში ბევრი რამ შეცვალა. აშკარაა, რამხელა სიამაყესა და მონდომებას გრძნობს ეს კაცი ამ გუნდის მიმართ. მისი მოსვლის შემდეგ ფეხბურთელებმაც იგრძვნეს ის სიამაყე, რასაც წითელი ეშმაკების გერბის ტარება ნიშნავს", - ამბობს მაკგრეგორი.
Fifa.com-ის ჟურნალისტმა ირლანდიელს რონალდუს შესახებაც ჰკითხა, რომელიც კონორის მეგობარია.
"რონალდუ წარმოუდგენელი ათლეტი და ადამიანია. ის, რაც მან ატლეტიკო მადრიდის წინააღმდეგ გააკეთა, ნამდვილად შთამბეჭდავია", - დაამატა კონორმა.
ჟურნალისტმა კონორს იბრაჰიმოვიჩის შესახებაც ჰკითხა, ზლატანმა ერთხელ თქვა, კონორ მაკგრეგორი MMA-ის ზლატან იბრაჰიმოვიჩიაო და თქვენ რას იტყოდით მის შესახებო, რაზეც ირლანდიელმა მოქნილად უპასუხა:
"მე ვაფასებ ზლატანსა და მის გამარჯვებულის მენტალიტეტს, მაგრამ მოდით პირდაპირები ვიყოთ: მხოლოდ ერთი კონორი არსებობს! პირიქითაა — ზლატანი ცდილობს იყოს ფეხბურთის კონორ მაკგრეგორი და ამაში მას წარმატებას ვუსურვებ. ზლატანსა და პოლ პოგბას ნებისმიერ დროს შეუძლიათ მეწვიონ და ჩემთან ერთად ივარჯიშონ", - თქვა ორი წონითი კატეგორიის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი

კომენტარები