ლესტერ სიტი ინგლისის ჩემპიონი გახდა
ფოტო: Premier League
საფეხბურთო კლუბმა ლესტერ სიტიმ, გუნდის არსებობის 123 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო.
2014 წელს გუნდი 10 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ინგლისის ტოპ დივიზიონს.
2014-2015 წლის სეზონი გუნდისთვის იღბლიანი არ გამოდგა, 29 თამაშის შემდეგ ლესტერს მხოლოდ 19 ქულა ჰქონდა და ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. თუმცა, გუნდმა საოცრება შეძლო და დარჩენილი 9 თამაშიდან 7 მოიგო, რის შედეგადაც 41 ქულით მე-14-ე ადგილზე გავიდნენ და მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს.
ლესტერ სიტი იმ გუნდების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ტოპ ლიგაში სტაბილურად არ თამაშობს და ფეხბურთის მოყვარულები მათგან ლიგებს შორის მუდმივ როტაციას ელიან, შესაბამისად გუნდის ასეთ წარმატებას არავინ ელოდა. სეზონის დასაწყისში ბუკმეიკერები გუნდის მიერ ლიგის მოგების შანსებს 5000/1-თან აფასებდნენ.
ლესტერს აქამდე ქვედა დივიზიონები რამდენჯერმე აქვს მოგებული, გუნდი ჯამში 7 ტიტულს ფლობდა. ისინი ექვსჯერ გახდნენ ინგლისის ჩემპიონატის რანგით მესამე ლიგის მეორე დივიზიონის ჩემპიონები და ერთხელ ჩემპიონშიპის - რანგით მეორე ლიგა. მათ ასევე მოგებული აქვთ ლიგის თასი - სამჯერ.
კლუბი ჩემპიონობამდე იტალიელმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ მიიყვანა. ის გუნდის ხელმძღვანელად 2015 წლის 13 ივლისს დაინიშნა და 2015-2016 წლის სეზონის პირველ თამაშში სანდერლენდთან, 4-2 გაიმარჯვა.
რანიერი ლესტერამდე ისეთი გუნდების მწვრთნელი იყო როგორებიცაა, ფიორენტინა, ვალენსია, ჩელსი, რომა, იუვენტუსი, ინტერი, მადრიდის ატლეტიკო, საბერძნეთის ნაკრები და ა.შ. ასეთი რანგის ტიტული რანიერისთვისაც პირველია, როგორც ლესტერს მას მანამდეც აქვს მოგებული რამდენიმე ქვედა ლიგა და სხვადასხვა ქვეყნის თასები, მაგრამ ტოპ ლიგის ჩემპიონი ის პირველად გახდა.
ლესტერ სიტის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ჯეიმი ვარდია, რომელიც გუნდში 2012 წელს ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე ფლიტვუდ თაუნიდან 1 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა.
საჩემპიონო სეზონში ვარდიმ 34 თამაშში 22 გოლი გაიტანა. 2015-2016 წლის პრემიერ ლიგაში თამაშისას მან რეკორდიც კი დაამყარა, ზედიზედ 11 თამაშში გაიტანა გოლი, წინა რეკორდი მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელს, რუდ ვან ნისტელროის ეკუთვნოდა.
ვარდის სატრანსფერო ფასი ამჟამად 12 მილიონი ევროა, ის ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც კი გამოიძახეს, სადაც 6 თამაშში 2 გოლი გაიტანა.
მომავალ სეზონში, პირველად არსებობის ისტორიაში, ლესტერი ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.
აქამდე გუნდს ევროპულ ტურნირებზე სამჯერ აქვთ ნათამაშები, ერთხელ ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზე და ორჯერ უეფას თასზე.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა

კომენტარები