Facebook-მა Russia Today-ის პროექტის გვერდები დაბლოკა
ფოტო: SEAN GALLUP / GETTY IMAGES
Facebook-ის ადმინისტრაციამ რუსული სახელმწიფო ტელეკომპანიის Russia Today-ის კუთვნილი რამდენიმე პროექტის ანგარიში დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაცია 18 თებერვალს RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა.
სიმონიანის თქმით, საუბარია პროექტზე სახელწოდებით "In The Now", რომელსაც 4 მილიონამდე გამომწერი ჰყავდა, ხოლო გვერდზე ატვირთულ ვიდეოებს, ჯამურად, 2,5 მილიარდი ნახვა ჰქონდა. პროექტის ხელმძღვანელი კი RT-ის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი ანისა ანუეი იყო.
Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ანგარიშზე არ იყო განთავსებული ინფორმაცია, მათი დამფუძნებლებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. გვერდების დაბლოკვის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. "მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, ვინ დგას იმ გვერდებისა და ანგარიშების უკან, საიდანაც ისინი ინფორმაციას იღებენ", — ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.
გასულ კვირას CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, იმ ფეისბუკგვერდების შესახებ, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებოდა. ტელეკომპანიის ცნობით, საუბარია სამ ფეისბუქ გვერდზე, რომელზეც ძირითადად, ამერიკელ ახალგაზრდა მილენიალებზე გათვლილი ვიდეოკონტენტი იდებოდა. ამ გვერდებზე ხშირად აკრიტიკებდნენ აშშ-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პარალელურად, ეს გვერდები ამერიკულ მასობრივ მედიას დეზინფორმაციასა და ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებდნენ.
აღნიშნული ფეისბუკგვერდები თემატურად განსხვავებულ პროდუქტს აწარმოებდნენ, გვერდი Soapbox მიმდინარე მოვლენების გაშუქებისთვის, Waste-ed, ეკოლოგიის თემაზე, ხოლო BackThen კი ისტორიული მოვლენების მიმართულებით მუშაობდა.
სამივე ფეისბუკგვერდის უკან კომპანია Maffick Media დგას, ხოლო თავად კომპანია Maffick კი კომპანია Ruptly-ის მფლობელობაშია. თავის მხრივ, კომპანია Ruptly კი, Russia Today-ის შვილობილი ორგანიზაციაა. ამ დროისთვის, დაბლოკილია RT-ისთან კავშირში მყოფი 4 ფეისბუკგვერდი.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები