ადვოკატთა კორპუსზე თავდასხმა მართლმსაჯულებას საფრთხეს უქმნის — ადვოკატთა ასოციაცია
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრის მხრიდან თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავენ, რომ ისინი დაუფარავად ავლენენ აგრესიას ადვოკატთა კორპუსის მიმართ, რაც მართლმსაჯულების მიუკერძოებლობას საფრთხეს უქმნის.
ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებამ 3 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომელიც სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებას ეხება და საქართველოს პარლამენტს კრიზისის დაძლევის ინიციატივებით მიმართავს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, რეზოლუციის მიღებას იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი მოსამართლე წევრის მხრიდან "აგრესიული და არაეთიკური" გამონათქვამები მოჰყვა.
"განხორციელდა მუქარა, მათი საპატიო სტატუსისთვის ძალიან შეუსაბამო დამოკიდებულებები, აგრეთვე პირდაპირი განაცხადი ადვოკატთა ასოციაციის დესტაბილიზაციზე. ცალკეული მოსამართლეები ახორციელებ მათი სტატუსისთვის სრულიად შეუსაბამო ქმედებებს, რაც ზიანს აყენებს სხვა მოსამართლეების რეპუტაციას", — განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, მარიამ კუბლაშვილმა.
გარდა ამისა, ასოციაციის წევრების თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე საქმეზე და ასოციაციის თავმჯდომარის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილებაზე აპელირებს.
"მსგავსი განცხადებები მაღალი სამოსამართლო თანამდებობის მქონე პირის მხრიდან სრულიად გაუმართლებელია და ბუნებრივად აჩენს საფუძვლიან ეჭვს ჯერ კიდევ მიმდინარე სასამართლო საქმის ობიექტურად განხილვასთან დაკავშირებით", — ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო იუსტიციის საბჭოს მიმართავს, რათა მოუწოდოს თავის წევრებს თავი შეიკავონ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ასოციაციის წევრებისა და თავმჯდომარის მიმართ. მათივე თქმით, მსგავსი ქმედებები ლახავს და აზიანებს სასამართლო სისტემის რეპუტაციასა და მართლმსაჯულების სანდოობის ინტერესებს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები