საია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე გვრიტიშვილის წინააღმდეგ საჩივრით მიმართავს
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და დამოუკიდებელ ინსპექტორს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ საჩივრით მიმართავს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საია-ს ცნობით, დიმიტირი გვრიტიშვილის ბოლო დროინდელი საჯარო განცხადებები სამოსამართლო ეთიკის წესებს არღვევს და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საფუძველია. ორგანიზაციას მაგალითად გვირიტიშვილის მიერ სოციალურ ქსელში ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები მოჰყავს.
საია მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები არაკორექტული, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელია, არ ემსახურება სამსჯელო საკითხზე საგნობრივი პასუხის გაცემის მიზანს, არ არის რაიმე ღირებულების მატარებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
"აღნიშნულით, დიმიტრი გვრიტიშვილი არღვევს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 751-ე მუხლის მეორე პუნქტის "გ" ქვეპუნქტსა და სამოსამართლო ეთიკის წესების მე-19 მუხლს", — ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
საია ასევე ხაზს უსვამს დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებების პოლიტიკურ შინაარსს და მიაჩნია, რომ ეს არის ღია მხარდაჭერა მოქმედი პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ.
"ეს განცხადებები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათი ანგარიშების დისკრედიტაციაა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
საია-ს განცხადებაში ასევე გაკრიტიკებულია დიმიტრი გვრიტიშვილის საჯარო განცხადება, რომ ის წელიწადზე მეტია არ განიხილავს დავებს და შესაბამისად არ ახორციელებს სამოსამართლო ფუნქციას.
"დიმიტრი გვრიტიშვილი ვალდებულია დაიცვას კანონის და სამოსამართლო ეთიკის ნორმების ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები მიუხედავად იმისა, მოქმედებს ის როგორც მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სასამართლოში საქმის განხილვისას თუ მის მიღმა, სასამართლოს ტერიტორიაზე თუ მის გარეთ, სამუშაო თუ არასამუშაო დროს",— აცხადებენ საია-ში.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები