თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში ორ მე-11 კლასელს შორის შელაპარაკება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. პოლიცია ადგილზე მანდატურის სამსახურმა გამოიძახა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტი ამოწურულია და სამართალდამცველები ვითარებაში გარკვევას ცდილობენ.