ყველაფერი, რაც ბრექსიტიზე უნდა იცოდეთ
ფოტო: AFP / OLI SCARFF
რას ნიშნავს ბრექსიტი?
ბრექსიტი (Brexit) მოკლე ტერმინია გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების აღსანიშნად. ბრიტანეთში გაერთიანების დატოვების შესახებ რეფენდუმი 2016 წლის ივნისში გაიმართა და მოსახლეობის 51.9 პროცენტმა ხმა მისცა გაერთიანების დატოვებას. რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის 71.8 პროცენტმა მიიღო.
ევროკავშირს ბრიტანეთს 1973 წელს შეუერთდა. თავდაპირველად მემარცხენე ფრონტი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში გაერთიანებას და ბრიუსელისთვის სუვერენტიტეტის ნაწილის დათმობას. თუმცა, მოგვიანებით ევროკავშირის წინააღდეგ უკვე მამარჯვენე ფრონტი იბრძოდა. მარგარეტ ტეტჩერის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ერთიანი ბაზრის შექმნას მხარს უჭერდა, ბრიტანეთის ევროკავშირთან ურთიერთობა გაცივდა.
ბრიუსელსა და ლონდონს შორის დაძაბულობამ კულმინაციას, საბოლოოდ, 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონის საარჩევნო კამპანიის დროს მიაღწია. მან პირობა დადო, რომ რეფერნედუმს ჩაატარებდა. 2016 წელს მან ეს პირობა შეასრულა. საბოლოოდ, კამერონი ემხრობოდა გაერთიანებაში დარჩენას, თუმცა რეფერენდუმის შედეგების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა და პრემიერ მინისტრის პოსტი ტერეზა მეიმ დაიკავა.
რა ეტაპზეა ეს პროცესი?
ბრიტანეთმა 2017 წლის 29 მარტს, ევროკავშირს ოფიციალურად შეატყობინა გაერთინების დატოვების სურვილის შესახებ. ლონდონმა ევროკავშირის ლისაბონის შეთანხმების (რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაერთიანების "კონსტიტუციის" ფუნქციას ირგებს) 50-ე მუხლი აამოქმედა, რომელიც საშუალებას აძლევს გაერთიანების წევრ სახელმწიფოს დატოვოს ბლოკი. შედეგად მხარეებს ორი წელი მიეცათ პირობებზე შესათანხმებლად. სწორედ ამიტომ, საბოლოო ვადა 2019 წლის 29 მარტია. ამ ეტაპზე ორივე მხარე ამ თარიღს განიხილავს, როგორც საბოლოოს. ეს პირობა ტერეზა მეის ინიციატივით ბრიტანეთის კანონად იქცა.
თუ პარლამენტი არ დათანხმდება მეის მიერ ბრიუსელთან მოლაპარაკებულ პირობებს გაერთიანების დატოვების შესახებ, ამ შემთხვევაში სიტუაცია რთულდება. ამან შესაძლოა საყოველთაო არჩევნები, კიდევ ერთი რეფერენდუმი ან/და ორივე მათგანი გამოიწვიოს. მეის მიერ მოლაპარაკებულ შეთანხმებას კანონმდებლების დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს. მათ შორის საკუთარი პარტიიდან. ხოლო, ბრიუსელი არ გეგმავს დამატებით დათმობებზე წასვლას.
მოვლენები შესაძლოა სამი მიმართულებით განვითარდეს:
- ტერეზა მეიმ მოიპოვოს მხარდაჭერა და შეთანხმებული პირობებით დატოვოს გაერთიანება, რის შემდეგაც გარდამავალ პერიოდში ბრიუსელი და ლონდონი საბაჟო თუ თავისუფალი გადაადგილების საკითხებზე შეთანხმდებიან;
- ჩატარდეს ხელახალი რეფერენდუმი, თუ მომავალ კვირას მხარს არ დაუჭრენ ტერეზა მეის წინადადებას.
- ლონდომა ევროკავშირი შეთახნმების გარეშე დატოვოს.
როგორია განწყობებია დღეს მოსახლეობაში?
საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ დღეს უფრო მეტი ადამიანი, მოსახლეობის 54%, ევროკავშირში დარჩენას ემხრობა. თუმცა მოქალაქეების აზრი გაყოფილია, ორივე მხარე, მომხრე და მოწინააღმდეგე, დემონსტრაციებს მართავს.
ბრექსიტი შეეხება ყველაფერს, ირლანდიის რეპუბლიკასთან ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრიდან დაწყებული, შოტლანდიის ბედით თუ თავისუფალი მოძრაობის, პენსიების, განათლების და ჯანდაცვის საკითხებით დასრულებული.
თუ გაერთიანებული სამეფო შეთანხმების გარეშე დატოვებს ევროკავშირს, ამან შესაძლოა, ეკონომიკური კუთხით დიდ ბრიტანეთს დიდი დარტყმა მიაყენოს. ამ დროისთვის სხვადასხვა ინდუსტრიები ემზადებიან ამ სცენარისთვის.
ევროკავშირთან გაყრა დიდი ბრიტანეთისთვის რთული პროცესი აღმოჩნდა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები