ჭიჭინაძე ამბობს, რომ თუ პარლამენტი მოსამართლეთა ამ სიას განიხილავს, აქციები დაიწყება
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აქციებს აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიას იმ ფორმით განხილავს, როგორც ახლაა წარმოდგენილი. მისი თქმით, ახლა ქართული ოცნებისა და საზოგადოების აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა.
"თუ ეს სია გასწორებული არ იქნება სერიოზული საპროტესტო ტალღა დაიწყება. სიმართლე გითხრათ ფრაქციას უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს ვიდრე ამ პროცესებს. ფრაქციები ბევრია, სამართლიანობაა მისაღწევი, ფრაქცია იქნება თუ მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანა ყველაფერი იქნება მისაღები", — განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისი თქმით ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
"24-ში დარეგისტრირებული იყო სია და მიყოლებით ჩაინიშნა პლენარული სხდომები და ზუსტად ამ დაპირისპირების გამო, რომ არ იძებნებოდა საერთო აზრი ამიტომ გადადეს. სიის გატანის შანსი არ იყო იმ მომენტში და არა ის, რომ ვინმეს ამ სიის გატანა სხვანაირად უნდოდა, ვერ ხდებოდა მობილიზება და საახალწლოდ ხმაური მოჰყვებოდა, თან ეკა ეწინააღმდეგებოდა სხდომის ჩანიშვნას", — განაცხადა ჭიჭინაძემ.
კითხვაზე შეიძლება თუ არა დადგეს ეკა ბესელიას პარტიიდან გაშვების საკითხი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ, რაც უფრო მეტ სიმართლისმთქმელს გაუშვებს ქართული ოცნება, მით უფრო დამძიმდება მისი მდგომარეობა.
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
ქართულ ოცნებაში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ბესელიას თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში არიან ისეთი კანდიდატები, რომელსაც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანად მოიხსენიებენ, მათ შორის არის თავად მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია და სხვები. ეკა ბესელიას პოზიციით, ეს მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებიან და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ბესელიას თქმით, ამ საკითხზე ირაკლი კობახიძეს, როგორც პირადად ისე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით შეხვდა. ის აცხადებს, ამ სიის დამტკიცების შემთხვევაში მზად არის ქართული ოცნების გუნდი დატოვოს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეკა ბესელიას გადადგომა მოსამართლეების სიას არ უკავშირდება. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერის თანამდებობა შესთავაზეს. მან ამ საკითხზე კომენტარი იმ ოთახის წინ გააკეთა, რომელსაც კობახიძის თქმით, ბესელიასთვის არემონტებდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გუნდურად თამაშისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "გუნდის წინააღმდეგ წასვლას" არავის ურჩევს.
ეკა ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა. კომიტეტმა გედევან ფოფხაძე ამ თანამდებობაზე აირჩია, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის მამუკა მდინარაძემ, დავით მათიკაშვილმა და გიორგი კახიანმა, ეკა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. ამ მიზეზით ჩაინიშნა უმრავლესობის სხდომა, სადაც გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს. სხდომას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ეკა ბესელია — არა. ის საზღვარგარეთ მივლინებით იმყოფებოდა. უცხოეთიდან დაბრუნებულმა გედევან ფოფხაძის საკითხის განხილვის მიზნით უმრავლესობის სხდომის მოწვევა მოითხოვა.
ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს თავმჯდომარე არ ჰყავს. ამ პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად ანრი ოხანაშვილს განიხილავენ. ეკა ბესელია კი მას თავის მოწინააღმდეგეთა გუნდში მოიხსენიებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში მოუწოდა ქართულ ოცნებასა და იუსტიციის საბჭოს გაიწვიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია უკან და დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე. მან ურჩია ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს, რომ "თითის ქნევით არ ელაპარაკონ და ნურც გამოცდას უტარებენ".
ცალკე საკითხია იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების სიის დაკომპლექტება. დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მათ "ჩინჩალაძის კლანად" მოიხსენიებს.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები