195-გიგაპიქსელიანი ფოტო, რომელშიც თითოეული ადამიანის სახეს გაარჩევთ
24.9-მილიარდ-პიქსელიანი ფოტო Twitter-ზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და მან უკვე მთელი ინტერნეტი დაიპყრო.
360-გრადუსიანი ფოტო შანხაიში, ერთ-ერთი ცათამბჯენიდან არის გადაღებული. ფოტო იმდენად დეტალურია, რომ მასში უმცირესი დეტალების გარჩევაც შეიძლება.
პანორამა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე იხილოთ. ფოტოს გახსნის შემდეგ მისი მიახლოება თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ.
ფოტო კომპანია BigPixel-მა შექმნა, ამისთვის მათ დაახლოებით ორი თვე დასჭირდათ.
ეს კომპანიის პირველი მაღალი გარჩევადობის ფოტო არ არის. მსგავსი ფოტოები მათ ჩრდილოეთ კორეასა და ჰონგ-კონგშიც აქვთ გადაღებული, თუმცა ეს მათი პირველი ფოტოა, რომელშიც ამ რაოდენობის პიქსელია გამოყენებული.
ინტერნეტში უამრავი პოსტი გავრცელდა, სადაც ადამიანები ფოტოში ნაპოვნ საინტერესო სცენებს აზიარებენ.
კომპანია BigPixel-მა 195-გიგაპიქსელიანი ფოტო შანხაის მთავრობის დავალებით გადაიღო.
კომენტარები