ბავშვობაში ცხოველებთან ურთიერთობა მომავალში ალერგიის რისკს ამცირებს
შინაური ცხოველების ყოლა ალერგიების პრევენციის კარგი საშუალებაა - პატარაობაში რაც უფრო მეტი კატა ან ძაღლი გეყოლებათ, მომავლში ასთმისა და ალერგიების განვითარების რისკიც მით უფრო დაბალი გექნებათ.
კვლევებით დასტურდება, რომ პატარაობაში შინაური ცხოველის ყოლა მომავალში ალერგიებისგან გიცავთ. გოთენბურგის უნივერსიტეტის მეცნიერმა ბილ ჰესელმერმა გადაწყვიტა, რომ მის კოლეგებთან ერთად გაერკვია, რა გავლენა ექნებოდა ალერგიების სიხშირეზე სახლში ერთი ან რამდენიმე შინაური ცხოველის ყოლას.
მათ წარსულში ჩატარებული კვლევები შეისწავლეს, რომელთაგანაც ერთ-ერთში 7-დან 8 წლამდე მყოფი 1 029 ბავშვი მონაწილეობდა. ალერგიების სიხშირე იმ ბავშვებში, რომლებმაც ცხოვრების პირველი 12 თვე ისეთ სახლში გაატარეს, სადაც შინაური ცხოველი არ იყო, 49 პროცენტი იყო. ბავშვები, რომელთა სახლშიც ერთი შინაური ცხოველი იყო ეს მაჩვენებელი 43 პროცენტამდე დაეცა. ხოლო იმ ბავშვებში, რომლებიც სამ შინაურ ცხოველთან ერთად ცხოვრობდნენ, ალერგიების სიხშირე 24 პროცენტამდე იყო შემცირებული.
ჰესელმერის მიერ განხილულ მეორე კვლვაში კი 249 ბავშვის მონაცემი იყო, რომელთაც მეცნიერები დაბადებიდან აკვირდებოდნენ. დაახლოებით რვა წლის შემდეგ, ალერგიის სიხშირე იმ ბავშვებში, რომელთაც დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში შინაურ ცხოველთან შეხება არ ჰქონია 49 პროცენტი იყო. ეს მაჩვენებელი შინაური ცხოველის ყოლის შემთხვევაში 35 პროცენტამდე, ხოლ ორი ან მეტი ცხოველის ყოლის შემთხვევაში 21 პროცენტამდე ეცემოდა.
აშკარაა, რომ რაც უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდათ ბავშვებს ცხოველებთან, მით უფრო ნაკლებად მგრძნობიარენი იყვნენ ისინი ალერგიების მიმართ. ამით ასევე იხსნება, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა მსგავსი კავშირის პოვნა წარსულში ჩატარებულ ზოგიერთ კვლევაში.
"თუ ძაღლი ან კატა ეზოში ცხოვრობს და სახლში იშვიათად იმყოფება, ამან შეიძლება ბავშვი ალერგიების წინააღმდეგ ვერ დაიცვას", - აცხადებს ჰესელმერი.
წარსულში ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ ბავშვები, რომლებიც ფერმებში იზრდებიან, უფრო ნაკლებად ალერგიულები არიან. ჰესელმერის თქმით, რამდენიმე შინაური ცხოველის ყოლა, მინიატურული ფერმის ქონას ჰგავს, ამ დროს ბავშვს მრავალ ალერგენთან უწევს შეხება.
მე-20 საუკუნის შემდეგ ალერგიები სტაბილურად ხშირდება, ამის გამომწვევი მიზეზები კი უცნობია. ჰესელმარის მიიჩნევს, რომ შინაური ცხოველები გარკვეულ მიკრობებს ატარებენ, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს. ასევე ცნობილია, რომ ალერგიების რისკს პატარა ასაკში სხვა ბავშვებთან დროის გატარებაც ამცირებს.
კომენტარები