კალიფორნია ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ
კალიფორნიაში გამანადგურებელ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. გადამწვარი ქალაქები საომარ ზონას ჰგავს. დაღუპულთა რიცხვი ოფიციალურად 56-ია, თუმცა 130 ადამიანს ისევ ეძებენ. 7,6 ათასი შენობა განადგურებულია. ცეცხლის ჩაქრობას შტატში დაახლოებით 9 ათასი მეხანძრე ცდილობს. ხანძრის სრულად ლოკალიზება თვის მოლომდე ვერ მოხერხდება...
ფოტოები ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ ნათლად ასახავს კატასტროფის მასშტაბურობას.
განადგურებული შენობები
რობერტ ჰოფმანისთვის ხანძრის გაჩენის დღე სხვა დღეების მსგავსი იყო. ის წავიდა სამსახურში 06:30-ზე და ქალიშვილი სახლში დატოვა. მალევე გაიგო, რომ პარადაისში ევაკუაცია გამოაცხადეს. მას არ შეეძლო ქალიშვილთან დაბრუნება, რადგან გზები დაიკეტა. საბედნიეროდ, ის შეხვდა მამას. მათი სახლი სრულად განადგურდა.
ჰოფმანის თქმით, გული წყდებოდა, რომ ნივთები, რომელიც ხანძარმა გაუნადგურა დაეწვა, თუმცა ყველაზე მთავარი ოჯახის ერთად ყოფნა იყო. — ასეთი ისტორიები კალიფორნიაში ბევრი დაგროვდა. ადამიანურ ტრაგედიებთან ერთად, სრულად განადგურდა ინფრასტრუქტურა, კომერციული ადგილები და დასახლებული პუნქტები.
კალიფორნიის ქალაქ პარადაისს თავიდან აშენება სჭირდება...
სიერა ნევადას მთებთან ახლოს მდებარე დასახლება ხანდაზმულებში იყო პოპულარული. რიჯვუდის მოძრავი სახლების პარკი ცეცხლმა სრულიად გაანადგურა.
ტვიტერის მომხმარებლებმა საკუთარი დამწვარი სახლების ფოტოები გაავრცელეს. "ჩვენი სახლი ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ", — წერდნენ ისინი.
დამწვარი ბიზნესობიექტები
ადგილობრივი მთავრობის ცნობით, განადგურდა 250-ზე მეტი ბიზნესობიექტი.
ადგილობრივი დაწესებულება Black Bear diner მათ შორისაა. მისმა მენეჯერმა ტვიტერში დაწერა, რომ მომხმარებლებმა ეს დაწესებულება "საკუთარ გულებში შეინახონ და არ დაივიწყონ".
სრულად განადგურდა ადგილობრივი ანტიკვარიატის მაღაზია.
დაიწყვა სწრაფი კვების ობიექტებიც.
პარადაისის საშუალო სკოლა
ქალაქის ერთ-ერთი დაწყებითი სკოლა დაიწვა. სკოლის წარმომადგენლების ცნობით, მოსწავლეები სხვაგან ისწავლიან.
პარადაისის ქუჩები
ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს, 8 ნოემბერს გავრცელდა. ცეცხლი ძლიერი ქარის საშუალებით გავრცელდა და მშრალ ტყეს მოედო. შტატში ხალხის ევაკუაცია მალევე დაიწყო.
კომენტარები