ISIS-მა ნინევიის კარიბჭე დაანგრია
ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მა ერაყის ქალაქ მოსულთან ახლოს მდებარე კულტურული ძეგლი, ნინევიის კარიბჭე დაანგრია.
მაშქის კარიბჭე, იგივე ღმერთების კარიბჭე, უძველესი ქალაქის ერთ-ერთი შესასვლელი იყო, სხვა მსგავს ნაგებობებთან ერთად.
ნინევია, რომელიც ბიბლიაშიცაა მოხსენიებული, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნეში დაარსდა და ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქი იყო.
ერაყული წყაროების ცნობით, გარდა კარიბჭისა, ტერორისტებმა გალავანიც დააზიანეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ISIS-ი კულტურულ ძეგლს ანადგურებს.
2015 წლის თებერვალში ორგანიზაციის წევრებმა მოსულის მუზეუმი დაარბიეს და ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნით დათარიღებული არტეფაქტები გაანადგურეს. იმავე პერიოდში ისინი მოსულის ბიბლიოთეკაში შეიჭრნენ და 100 ათასამდე უძველესი წიგნი და მანუსკრიპტი დაწვეს.
მათ დაანგრიეს ქალაქში მდებარე ისტორიული მეჩეთები, შენობები და ეკლესიები.
ორგანიზაციამ ასევე გაანადგურა სირიაში მდებარე უძველესი ქალაქი პალმირა.
კომენტარები