რუსული დელეგაციის სასაჩუქრე რუკებზე აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის შემადგენლობაშია
ფოტო: აჭარის ტელევიზია
ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში, რუსეთის, ხანტი-მანსიინსკის დელეგაციის სასაჩუქრე პარკებში მინიატურულ რუკებზე საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე იყო დატანილი. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ გაავრცელა. მინიატურული რუკის ამსახველ ფოტოზე ჩანს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის შემადგენლობაშია.
ფედერაციის ცნობით, ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადას, სადაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი აირჩიეს, ესწრებოდა რუსეთიდან, კერძოდ ხანტი-მანსიინსკიდა ჩამოსული დელეგაციაც.
"საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია, სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას", — ნათქვამია ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.
რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა, მარკ გლუხოვსკიმ, პირველ არხთან ხანტი მანსიისკის დელეგაციის მიერ დარიგებულ რუკებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუკის მომზადების დროს პატარა ქვეყნის ტერიტორიებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ჩვენ აქ ჭადრაკის გამო შევიკრიბეთ და არა პოლიტიკური განცხადებებისთვის. რუკის მომზადების დროს ყურადღება პატარა ქვეყნის ტერიტორიებისთვის არავის მიუქცევია. ეს არ იყო გამიზნული ქმედება. საქართველო რუკაზე საერთოდ არ ჩანს და საერთოდ რატომ გაქვთ პრეტენზიები. ეს ჭადრაკის საერთაშორისო რუკაა. პოლიტიკური რუკა არ არის", — თქვა გლუხოვსკიმ.
ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი. მისი თქმით, რუსულ მხარეს ბოდიში აქვს მოსახდელი, თუ ეს პოლიტიკური განაცხადი იყო.
"საერთოდ, ვფიქრობ, კანონიც არ გვაწყენდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე და ზოგადად იქ, სადაც ჩვენ ხელგვეწიფება, გავლენა ვიქონიოთ. პასუხისგებაში უნდა მივცეთ ის პირები, რომლებიც ასეთ დემარშს მოაწყობენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ", — აცხადებს გია ვოლსკი.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები