Boston Globe-ის ცნობით, ავიაკომპანია JetBlue-ს თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა. დაშავებულია 24 ადამიანი, მათ შორის 22 მგზავრი და ორი ეკიპაჟის წევრია.

თვითმფრინავი ლოგანის საერთაშორისო აეროპორტიდან ადგილობრივი დროით საღამოს 5:25 საათზე აფრინდა და საკრამენტოს ნაცვლად ქალაქ რაპიდში დაეშვა.

ავიაკომპანიის თანამშრომლები მობილიზებულნი არიან დაშავებულების დასახმარებლად. ისინი მათ საკრამენტოს მიმართულებით ფრენის უზრუნველყოფასაც შეპირდნენ.

ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.