ოცნების დეპუტატები საგამოძიებო კომისიის წევრებს სიცრუეში ადანაშაულებენ
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატის, საგამოძიებო კომისიის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სერგი კაპანაძის განცხადება იმის შესახებ, რომ უმრავლესობა კომისიის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
მისი განცხადებით, საზოგადოება ელოდა აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგს - ჭეშმარიტების დადგენას და არა მათ პოლიტიკურ პროგრამას.
"მოცემულ შემთხვევაში ორდღიან, მოკლეფეხებიან ტყუილსაც არ ერიდებიან და საზოგადოების დაჯერებას ცდილობენ, თითქოს ჩვენ კომისიის ბოიკოტირებას ვახდენთ. ურცხვად მოგვიწოდებენ, რომ შევუერთდეთ კომისიის მუშაობას. ეს მაშინ, როდესაც სხდომაზევე დავაფიქსირეთ, რომ ბოლო მომენტში გადმოგზავნილ, საშინლად არაკომპეტენტურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ დასკვნის პროექტზეც კი განსხვავებულ მოსაზრებებს ორშაბათსვე წარმოვადგენდით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პირველ სექტემბერს გამართულ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არდასწრების ფაქტს გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილიც. მისი თქმით, სერგი კაპანაძის განცხადება არის უპასუხისმგებლო, კომისიის თავმჯდომარემ ასეთი სიცრუე არ უნდა იკადროს.
"ვინაიდან დასკვნის ბოლო ვერსია გუშინ გადმოგვცეს, გუშინდელ სხდომაზევე დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ მოსაზრებებს კომისიას ორშაბათის სხდომაზე წარვუდგენდით. წინასწარ გააკეთეს ხმამაღალი განცხადებები, შედეგი ვერ დადეს ასეთი ხმაურიანი და ახლა ცდილობენ ყურადღება მიიქციონ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სექტემბრის სხდომას მმართველი გუნდი არ ესწრებოდა.
ამის მიზეზი 31 აგვისტოს ხმაურიანი სხდომაა, რა დროსაც ქართული ოცნება ევროპულ საქართველოსთან საბოლოო დასკვნაზე ვერ შეთანხმდა.
სერგი კაპანაძის განცხადებით, ქართული ოცნების დეპუტატების გადაწყვეტილება ბოიკოტი გამოუცხადოს კომისიის მუშაობას, გაუმართლებელი და ყოვლად მიუღებელია.
"უარის თქმა, არ აჩვენებს საქმისადმი მაღალ პასუხისმგებლობას", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ამავე თემაზე:
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები