ეკონომიკის მინისტრი ანგელა მერკელის ვიზიტს არ დაესწრება, რადგან შვებულებაშია
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ეკონომიკური თანამშრომლობაა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია არ დაესწრება. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ მინისტრი შვებულებაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ქობულია რუსეთში იმყოფება. On.ge-მ ამის შესახებაც კითხა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელს, რომელმაც ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
"ჩვენ ვადასტურებთ, რომ არის შვებულებაში", - განუცხადეს On.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრის ნაცვლად ანგელა მერკელს, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბარი შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას.
„ამ ვიზიტს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტი. იგეგმება ეკონომიკური ფორუმი. დელეგაციაში იქნებიან წამყვანი გერმანული კომპანიების წარმომადგენლები და ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების დონე მაღალ პოლიტიკურ ურთიერთობებთან თავსებადობაში უნდა იყოს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
გადახედვა
კომენტარები