ტრამპს სიტყვის თავისუფლების ჩახშობის და კრიტიკოსების დასჯის მცდელობას აბრალებენ
ფოტო: AP
სადაზვერვო სამსახურების 12 ყოფილი ოფიციალური პირი თეთრი სახლის მიერ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ ბრენანისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თეთრი სახლის ეს გადაწვეტილება "დაუფიქრებელი და უპრეცედენტოა", - ნათქვამია განცხადებაში.
"პრეზიდენტის ნაბიჯი ჯონ ბრენანთან დაკავშირებით და მუქარა, რომ შესაძლოა იგივე ნაბიჯი გადაიდგას სხვა ყოფილ ოფიციალურ პირებთან დაკავშირებით, საერთოდ არ არის კავშირში იმასთან, უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე, და მთლიანად განპირობებულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობით", ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა.
განცხადებას ხელს აწერს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის 6 ყოფილი დირექტორი და 5 დირექტორის მოადგილე, და ასევე ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი. ისინი პრეზიდენტ ტრამპის ცნობილი კრიტიკოსები არიან.
სწორედ იმის გამო, რომ ეს ჯგუფი პრეზიდენტს საჯაროდ ხშირად აკრიტიკებს, არსებობს ეჭვი, რომ პრეზიდენტი საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლების ჩამორთმევას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი როგორც ბრენანის, ასევე სხვების გაჩუმების მიზნით, მათ დასაშინებლად გადადგა.
"ჩვენ აქამდე არასდროს გვინახავს, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა პოლიტიკურ იარაღად ყოფილიყო გამოყენებული, როგორც ამ შემთხვევაში", - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.
პოზიცია, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოხატა აღნიშნულთან დაკავშირებით, განსხვავდებოდა თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებისგან. პრეზიდენტმა მისი გადაწვეტილება, "უოლ-სტრიტ ჟურნალთან" საუბრისას, სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის გამოძიებას დაუკავშირა, რომელიც ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირებს და გარიგებას იძიებს. მისი თქმით, ბრენანი ცდილობდა ხელი შეეშალა სამართლიანობისთვის და გამოძიებისთვის მიმართულება შეეცვალა.
ტრამპმა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილ დირექტორს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გუშინ ჩამოართვა. ტრამპმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ჯონ ბრენანი ცდილობდა მის ადმინისტრაციაში "უთანხმოების და ქაოსის" შეტანას.
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ განიხილავს რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლებასაც. მათ შორის არიან აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კლაპერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი, ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი სიუზან რაისი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი დირექტორი მაიკლ ჰეიდენი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე სალი იეტსი.
თეთრი სახლის პრესპიკერმა სარა სანდერსმა უარყო, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ამ პირების მხრიდან დონალდ ტრამპის კრიტიკამ განაპირობა.
ბრენანი ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმამაღალი კრიტიკოსია. გასულ თვეში, პრეზიდენტ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ ერთობლივ პრეკონფერენციასთან დაკავშირებით, მან ტვიტერზე დაწერა, რომ ეს "სხვა არაფერია თუ არა მოღალატეობრივი" ქმედება.
თეთრი სახლის მიერ მისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის ჩამორთმევის პასუხად, ბრენანმა ტვიტერში დაწერა, რომ პრეზიდენტის ნაბიჯი არის სიტყვის თავისუფლების ჩახშობის და კრიტიკოსების დასჯის მცდელობა.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები