თბილისში, თამარ მეფის ქუჩაზე მუნიციპალურ ყვითელ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყებაში არ იციან, იმყოფებოდნენ თუ არა შემთხვევის დროს ავტობუსში მგზავრები.

უწყების ცნობით, ცეცხლი ავტობუსის ძრავს გაუჩნდა და უკვე ლოკალიზებულია.