ინტერნეტ-ტროლები და სად ვიპოვოთ ისინი
ფოტო: Matias Del Carmine / Shutterstock
პირველ ყოვლისა, დავიწყოთ სახელით! ტროლი (ინგლ. Troll) — ინტერნეტ სლენგია, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელიც აქვეყნებს არაადეკვატურ და პროვოკაციულ ინფორმაციას ფორუმზე, ჩატში, ბლოგზე და ა.შ.
სიტყვის ამ მნიშვნელობით გამოყენება ინგლისურ ენაში ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით პირველად 1992 წელს მოხდა, მანამდე კი მახინჯ არსებას აღნიშნავდა სკანდინავიური მითოსიდან. ჩვენში ტროლის სინონიმად იყენებენ ტერმინ ბოტსაც. თუმცა, ბოტი სპამერი პროგრამაა, ან ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი, შედარებით ჭკვიანი ავტომოპასუხე.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ტროლებს ნარცისიზმისა და სადიზმისკენ აქვთ მიდრეკილება. ნეგატივი, რომელსაც თესავენ, მათი მთავარი საზრდოა. ინტერნეტ ტროლები ერჩიან გარეგნობას, რასას, ნაციონალობას, რელიგიას და ყველაფერს, რაც სხვა ადამიანებისთვის სენსიტიურია. არაადეკვატური კომენტარებით დისკუსიებს მიმართულებას უცვლიან და უკონტროლო აგრესიაში გადაჰყავთ, რითაც თვითშეფასებას იმაღლებენ. ინგლისურ ენაში არსებობს გამოთქმა don't feed trolls - ნუ კვებავ ტროლებს. გამოსავალი მხოლოდ იგნორია.
ტროლების პოტენციალი სწრაფად აღმოაჩინა პროპაგანდამ და ექსპლოატაციაში ჩაუშვა ტროლების ორგანიზებული ჯგუფები, ე.წ. ფერმები. ეს იმ ადამიანებით დაკომპლექტებული კოლექტივია, რომლებიც სოციალურ მედიაში დამკვეთის მიერ მითითებულ აზრებს აჟღერებენ და ამგვარად ახდენენ იდეის ან პიროვნების დისკრედიტაციას.
ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი სწორედ ამ გზით ცდილობს, გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე მთელ მსოფლიოში. წელს ღიად გამოვიდა თვით მარკ ცუკერბერგი და გვითხრა, რომ ფეისბუქმა რუსეთიდან მართული ათასობით გვერდი და ყალბი ანგარიში გააუქმა. ამ საკითხზე გამალებული მუშაობა მიმდინარეობს, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნიკური პროგრესის ყველა საშუალების გამოყენებით. თუმცა, დეზინფორმაცია ადვილად როდი კვდება, ის უხსოვარი დროიდან არსებობს. ჯერ კიდევ ძველ რომში წერდნენ პამფლეტებს კედელზე და ქირაობდნენ ჭორების გამავრცელებლებს. დღეს კი ყველაფერმა ინტერნეტში გადმოინაცვლა.
როგორ გვითრევენ ტროლები დისკუსიაში?
მათი კომენტარები როგორც წესი აბსურდული, სუსტად არგუმენტირებული, შეურაცხმყოფელი ან არაკომპეტენტურია - იმდენად რომ მოწინააღმდეგეს შეკამათების დაუძლეველი სურვილი უჩნდება. დაიმახსოვრეთ, ტროლი არ კამათობს ჭეშმარიტებისთვის, ის კამათობს კამათისთვის და ნეგატივის მოსაგროვებლად. თუ ტროლი ამაში ანაზღაურებასაც იღებს, ის აჟღერებს მესიჯებს, რაც დაავალეს და რაც მეტჯერ, მით უკეთესი. მისი მიზანია რაც შეიძლება ბევრმა ნახოს გზავნილები, რისი გავრცელებაც უნდა. დაქირავებული ტროლი რაოდენობაზე მუშაობს და არა ხარისხზე, ყოველთვის მოიძებნებიან გულუბრყვილოები, ვინც დაეთანხმებიან, ან პირიქით - ორივე შემთხვევა კი პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს. ტროლის მიზანი შეიძლება იყოს ასევე სერიოზული საკითხის დისკრედიტაცია ხუმრობებით იმდენად, რომ გაუფასურდეს მასზე მსჯელობა და დისკუსია დაცინვის და იუმორის ველში გადავიდეს. ამ დროს იშიშვლებენ ხოლმე მიმებს, ქოუბებს და ციტატებს. ყველაფერი შეიძლება იქნეს გამოყენებული, მათ შორის პირადი და ვითომ პირადი ინფორმაციაც. დაცვის ბიჭმა, ან პირადმა მასაჟისტმა რომ მოყვა, ის ისტორიები.
ტროლი შეიძლება ყოველთვის არ იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული და მერკანტილური მიზნები ამოძრავებდეს. მაგალითად, ე.წ. კლიკებზე ფულის შოვნა. ბოლოსდაბოლოს, არსებობენ “სასარგებლო იდიოტებიც” ეს ცინიკური ტერმინი ვლადიმერ ილიას ძე ლენინს ეკუთვნის და მოიაზრებს გულუბრყვილო და ბრმადმორწმუნე ადამიანების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ინფორმაციულ ომში.
ბოლო დროინდელი ტროლმესიჯებიდან გაგაგხსენებთ 12 მაისის აქციის მონაწილეებზე მიწებებულ "ნარკომანების" "უსაქმურების" და "ბარიგების" იარლიყს, რაც მათ დემონიზებას ემსახურებოდა. რასაკვირველია, 5 000-კაციან აქციაზე ყველა ვერ იქნება უმუშევარი ნარკოდილერი, მაგრამ სამწუხაროდ, ტროლებთან ლოგიკა ისვენებს.
დაქირავებული ტროლების მძლავრი იარაღია ფეიქ, ანუ ყალბი ნიუსები. ამისთვის იქმნება მედია პორტალები, ფეისბუქ გვერდები, რომლებიც ე.წ. ცირკულარული რეპორტინგის ფუნქციას იყენებენ. ანუ, რამდენიმე გამოცემა აქვეყნებს სტატიას და ერთმანეთს უთითებენ წყაროებად. ამბავი კი, რასაკვირველია ყალბია. როგორც წესი, ფეიქ ნიუსი აღჭურვილია მყვირალა და პროვოკაციული სათაურით, სენსიტიურ თემაზეა და გადაუმოწმებელ ფაქტებს ეყრდნობა. გავრცელებული მეთოდია შიშის გაღვივებაც - მაგალითად, ლუგარის ლაბორატორიაში მომაკვდინებელ ვირუსებს ქმნიან და ადამიანებს აავადებენ! ეს ლაბი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ობიექტია.
ტროლები ხშირად ოპერირებენ ყალბი სტატიებით, შეთითხნილი ამბებითა და ფაქტოიდებით. ფოტოშოპის ეპოქაში ყალბდება ხმაც, ფოტოც და ვიდეოც. უხერხული კადრებისგან მიმების და ქოუბების შექმნაც ასევე კარგად აითვისეს პროპაგანდის მანქანის მსახურებმა.
ყალბ ამბებში ასევე ხშირად ხდება ერთი ცალკეული პრეცედენტის, როგორც წესის წარმოჩენა და გაზვიადება - ნიგერიელს რომ ქართველი გოგონა მისთხოვდა და ეს იმის ნიშანია, რომ გადაგვაჯიშეს უცხოტომელებმა - იმ ოპერიდან. მხოლოდ საღი აზრის არსებობა თუ გადაგვარჩენს იმ სიყალბეების ზვავში, რომელისაც ყვითელი პრესა აგორებს და ტროლები ავრცელებენ. თუ ტროლების ენაში გაწაფვა და მათი სწრაფად ამოცნობა გინდათ, რომ ისწავლოთ - იკითხეთ ასავალ-დასავალი, ოღონდ ეცადეთ, გავლენის ქვეშ არ მოექცეთ.
რა არის გამოსავალი?
უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ განათლებით. ვისწავლოთ სანდო და არასანდო რესურსების გარჩევა, გადავამოწმოთ პირველწყაროები. ნუ გამოვკვებავთ ტროლებს. ფრთხილად ვიყოთ, რათა თვითონვე არ ვიქცეთ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებად. მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ დეზინფორმაციის გამეორებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვზრდით ცრუ ინფორმაციასთან წვდომის არეალს, სიყალბე კიდევ უფრო ნაცნობი ხდება მკითხველისთვის და აღიქმება, როგორც სიმართლე.
დავარეპორტოთ საეჭვო სტატიები თუ ანგარიშები და, ვიყოთ ფხიზლად. კრიტიკული აზროვნება მავნებელ ტროლებთან ბრძოლაში საუკეთესო იარაღია.
-
"თავისუფლების მოედანმა" პარტიის 10 ახალი წევრი წარადგინა "თავისუფლების მოედანმა" პარტიის 10 ახალი წევრი წარადგინა
გადახედვა
-
კაილი ჯენერის ყოფილი მზარეულის თქმით, გადატვირთული სამუშაოს გამო მუცელი მოეშალა კაილი ჯენერის ყოფილი მზარეულის თქმით, გადატვირთული სამუშაოს გამო მუცელი მოეშალა
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია, ჩატარდეს კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში — ექიმმა მაკა იოსელიანმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბრიფინგზე ისაუბრა მნიშვნელოვანია, ჩატარდეს კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში — ექიმმა მაკა იოსელიანმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბრიფინგზე ისაუბრა
გადახედვა
-
ახალი თაობები შეიძლება ბიოლოგიურად უფრო დაბერებულები არიან, ვიდრე ძველები — კვლევა ახალი თაობები შეიძლება ბიოლოგიურად უფრო დაბერებულები არიან, ვიდრე ძველები — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა ირაკლი კობახიძემ მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა
გადახედვა
-
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 4300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 4300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რუსეთმა სომხური საწარმოებიდან თევზის პროდუქტების იმპორტი აკრძალა რუსეთმა სომხური საწარმოებიდან თევზის პროდუქტების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
საგარეო უწყება – PACE-ს რეზოლუცია არ ემყარება ობიექტურ, ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას საგარეო უწყება – PACE-ს რეზოლუცია არ ემყარება ობიექტურ, ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას
გადახედვა
-
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ OC Media-ს ვებსაიტი დაბლოკა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ OC Media-ს ვებსაიტი დაბლოკა
გადახედვა
-
ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს
გადახედვა
-
პაპუა-ახალ გვინეაში მოსიარულე ზვიგენების აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს პაპუა-ახალ გვინეაში მოსიარულე ზვიგენების აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ვახო სანაიას შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოქალაქე ზურაბ ოსიყმაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს ვახო სანაიას შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოქალაქე ზურაბ ოსიყმაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
სკვერში 14 წლის მოზარდს ატრაქციონის კონსტრუქცია დაეცა — ის მძიმე ტრავმით კლინიკაშია სკვერში 14 წლის მოზარდს ატრაქციონის კონსტრუქცია დაეცა — ის მძიმე ტრავმით კლინიკაშია
გადახედვა
-
ვენესუელა "ორმაგი მიწისძვრის" მსხვერპლი გახდა — რას ნიშნავს ეს ვენესუელა "ორმაგი მიწისძვრის" მსხვერპლი გახდა — რას ნიშნავს ეს
გადახედვა
-
ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა — ბოლო ცნობები და გამოხმაურებები ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა — ბოლო ცნობები და გამოხმაურებები
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
-
ირანისა და ეგვიპტის მატჩი პრაიდის ფესტივალის პარალელურად ჩატარდება — FIFA-მ ქვეყნების პროტესტი არ გაითვალისწინა ირანისა და ეგვიპტის მატჩი პრაიდის ფესტივალის პარალელურად ჩატარდება — FIFA-მ ქვეყნების პროტესტი არ გაითვალისწინა
გადახედვა
-
ქვიზი: რა პოზიციაზე ითამაშებდი რაგბის? ქვიზი: რა პოზიციაზე ითამაშებდი რაგბის?
-
AI-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს AI-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს
გადახედვა
-
"სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის ComCom-მა "ტვ პირველი" 2500 ლარით დააჯარიმა "სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის ComCom-მა "ტვ პირველი" 2500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს ანგარიშს, სადაც, მისი თქმით, ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაა შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს ანგარიშს, სადაც, მისი თქმით, ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაა
გადახედვა


კომენტარები