კახა კალაძე

16 May. 2018, 15:22

მე არ მერიდება ამაზე საუბრის. გულწრფელად გეუბნები - 40 წლის ადამიანი ვარ და არასდროს არ მქონია შესაძლებლობა მომეხმარა მარიხუანა ან სხვა ნარკოტიკი და არასდროს სურვილიც არ მქონია. ალბათ, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სპორტით, ფეხბურთით ვიყავი დაკავებული. ჩემი პროფესია იყო და შესაბამისად მე ძალიან, გულწრფელად გეტყვით, რომ მაქსიმალურად ვეკიდები ხოლმე იმ ყველაფერს, რასაც ხელს ვკიდებ. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობდი, რომ საუკეთესო შედეგი მეჩვენებინა იმ საქმეში, რითაც ვიყავი დაკავებული. ანალოგიური არის დღეს, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებული ვიყო იქ, სადაც ვარ.

არ მქონია ამის შესაძლებლობა და არც სურვილი. გულწრფელად გეტყვით სიმთვრალეც კი არ ვიცი რა არის. აი 40 წლის კაცმა რა არის სიმთვრალე ნადმვილად არ ვიცი. ამას, რომ ვეუბნებოდი ხოლმე, ჯერ კიდევ მაშინ უკრაინაში, როდესაც ვთამაშობდი და ვეუბნებოდი, რომ საერთოდ ღვინოსთან შეხება არ მაქვს და ალკოჰოლთან შეხება არა მაქვს, ვერ იჯერებდნენ და მეუბნებოდნენ: Какои ты Грузин (რანაირი ქართველი ხარ), თუ ერთ ჭიქა ღვინოსაც არ სვამო. ეგეთი ადამიანი და არ ვიცი, ეგრე გავიზარდე და ეგრე გამზარდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა

სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის, ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL), ჭარბი დაგროვება არტერიებში ფოლაქების წარმოქმნას…