კალაძე: არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს - ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერმა კახა კალაძემ 20-საათიანი დუმილი დაარღვია და კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების თემაზე სასაუბროდ ჟურნალისტებს შეხვდა:
"არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს. მე გთავაზობთ, ჩემო მეგობრებო, ჩემი დებო და ძმებო, მე ვიცი, რომ ჩემდამი გააჩნიათ გარკვეული პატივისცემა, რასაც ვაფასებ, მე გთავაზობთ ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს, ნარკორეალიზატორებს".
კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ სპეკულირებაა თითქოს 12 მაისის სპეცოპერაცია იქნება დარტყმა ღამის ეკონომიკაზე და კლუბურ მუსიკაზე:
"ვერ დავეთანხმები ამ ადამიანებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება. ჩემი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით რაც ამ მიმართულებით გააჩნია ჩვენს დედაქალაქს. არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს. ჩვენ დილიდან შეკრებილები ვართ და ვმსჯელობთ. გუნდში დაწყებულია მუშაობა ნარკოპოლიტიკაზე. არსებული არავისთვისაა მისაღები. ეს არის ერთი დიდი პრობლემა".
კალაძის თქმით, აქციის მონაწილეების განცხადება პრემიერის გადადგომის მოთხოვნაზე "ემოციური იყო".
მისივე ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული იყო 8 პირი ნარკორეალიზატორობის ბრალდებით, აქედან 2 არის გათავისუფლებული და პატიმრობაში რჩება 6 ადამიანი. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად ადეკვატური იყო სპეცრაზმის შეჭრა ხალხით სავსე კლუბში, კალაძემ თქვა, რომ ფორმა შეიძლება "პოლემიკის საგანი იყოს":
"ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკორელიზატორებს ერთად უნდა ვებრძოლოთ".
12 მაისის პარლამენტთან დაგეგმილი თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია 15 საათზე დაიწყო და ამ წუთამდე გრძელდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლას გეგმავენ.
12 მაისს ღამის პირველ საათზე შსს-ს კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია დაიწყო. ოფიციალური განცხადებით, ძალოვანებმა ნარკორელიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს.
დაპირისპირება მოხდა ბასიანთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიცია ძალის გამოყენებით მოქალაქეების დაშლას ცდილობდა.
ამის შემდეგ სპეცოპერაციის საპროტესტო აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციამ, ასევე, მოქალაქეების დარბევა დაიწყო. ადმინისტრაციული წესით დაკავებული 50-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.
შსს-ს განცხადებით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში.
უწყების განმარტებით, სპეცოპერაცია იმ დროს დაიწყო, როდესაც კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები უნდა გაესაღებინათ.
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები