ერევნის პოლიციაზე თავდამსხმელები ამ ეტაპზე პოზიციების დათმობას არ აპირებენ
ფოტო: Karen Minasyan / AFP
EKhokavkaza-ს ინფორმაციით, ერევანში იქ, სადაც შეიარაღებული დაჯგუფება პოლიციის შენობაში უკვე მესამე დღეა გამაგრებულია, გასულმა ღამემ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ამ დროისთვის პოლიციის შენობის მიმდებარედ ჟირაირა სეფილიანის მხარდამჭერები ისევ არიან შეკრებილები და განმარტავენ, რომ არ სურთ, პოლიციის მიერ დაგეგმილმა სპეცოპერაციამ სისხლისღვრა გამოიწვიოს.
ერევანში მყოფი ქრონიკის ჟურნალისტის ინფორმაციით კი, ამ დროისთვის არ არის გამორიცხული, რომ პოლიციის შენობაზე, სადაც თავდამსხმელები ამ დრომდე იმყოფებიან, შტურმი განხორციელდეს. მისი თქმით, 200-მდე დემონსტრანტი შენობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში იყო შეკრებილი და როგორც თავად ამბობდნენ, აქციას ჟირაირა სეფილიანისა და მისი დაჯგუფების მხარდასაჭერად მართავდნენ.
ქართველმა ჟურნალისტმა ასევე შეძლო ტელეფონით დაკავშირებოდა ერთ-ერთ შეიარაღებულ თავდამსხმელს, რომელიც აცხადებს, რომ თავდასხმა ისევ გაგრძელდება, ხოლო ის და მისი გუნდის წევრები რაიმე პირობებზე დათანხმებას არ აპირებენ:
"ეს ბაზა ჩვენი კონტროლის ქვეშაა. მოქალაქეები ცდილობენ ჩვენამდე მოსვლას, მაგრამ პოლიციის კორდონს ვერ ცდებიან. ისინი ჩვენგან დაახლოებით ერთ კილომეტრში არიან. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რესპუბლიკის ძირეული შეცვლა. მანამდე არ დავთმობთ პოზიციებს, სანამ სისტემური ცვლილებები არ განხორციელდება როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკაში. მოცემულ სიტუაციაში ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნები უბრალო მოთხოვნებად დარჩება".
2 დღის წინ ერევანში, ერებუნის რაიონში, შეიარაღებული დაჯგუფება სატვირთო მანქანებით პოლიციის ტერიტორიაზე შეიჭრა და შენობის აღება სცადა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. მათ ასევე აიყვანეს მძევლები, რომელთაგან მოგვიანებით რამდენიმე გაათავისუფლეს.
ამბოხებულების მთავარ მოთხოვნას სომხეთის ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის - დამფუძნებელი პარლამენტის კოორდინატორის, ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლებაა, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის არის ბრალდებული. ამასთანავე, თავდამსხმელები ითხოვენ, გადადგეს ქვეყნის პრეზიდენტი და ძალაუფლება ხალხს გადაეცეს.
გამოძიების ინფორმაციით, სეფილიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად აპირებდა შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას.
მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციების გზით.
- შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შესაძლო კავშირის გამოსავლენად ერევანში 200 პირი დააკავეს
- სომხეთის პრეზიდენტმა ერევანში მომხდარი თავდასხმის გამო სპეციალური თათბირი გამართა
- საქართველოს დესპანი სომხეთში: თავდამსხმელებმა ორი ტყვე გაათავისუფლეს
- ერევნის პოლიციაში შეიარაღებული პირების შეჭრის გამო რაიონში ევაკუაცია გამოცხადდა
- შეიარაღებული პირები ერევანში პოლიციის შენობაში შეიჭრნენ
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები