თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცოლს მუშტი რამდენჯერმე დაარტყა.

სამართალდამცველებმა ის იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრისმიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.