იენს სტოლტენბერგი: მივესალმებით საქართველოს პროგრესს და ვაგრძელებთ მის მხარდაჭერას
ფოტო: Ibtimes
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინასთან, როგორც უახლოეს პარტნიორებთან მუშაობა გრძელდება:
"ეს სამიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ნატოს კარი რჩება ღია. ჩვენ ვართ პროცესში, როდესაც 28 წევრიდან 29-ს მივაღწევთ, როდესაც მონტენეგრო საბოლოოდ შემოგვიერთდება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან და უკრაინასთანაც, როგორც უახლოეს პარტნიორებთან. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, ის არის ჩვენი აპლიკანტი ქვეყანა. ჩვენ ვმუშაობთ მათთან, მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომელიც შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და რეფორმებზეა მიმართული, რომ საბოლოო ჯამში მიუახლოვდნენ ნატოს სტანდარტებს".
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ბოლო სამიტზე საქართველოს არსებითი პაკეტი მიანიჭეს, რის შემდეგაც მისი იმპლემენტაციისთვის მუშაობენ. მისი თქმით, ნატო არა მხოლოდ რჩევებს აძლევს საქართველოს, არამედ მისი წარმოუდგენლობა ჩამოდის ხოლმე ჩვენს ქვეყანაში:
"გავხსენით საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, რაც ძალიან ძლიერი სიგნალია, რომ ჩვენ წინ მივიწევთ თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერის საკითხში. ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ჩვენ გვექნება შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, მინისტრების დონეზე, სადაც კიდევ გამოვუცხადებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას".
ნატოს გენერალური მდივნის განმარტებით, ნებისმიერ ერს აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი, მათ შორის აირჩიოს რომელი ორგანიზაციის წევრობა სურს:
"ეს ეხება საქართველოს, უკრაინასაც და ნებისმიერ ქვეყანას. თუ საქართველოს, უკრაინას ან რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანას სურს იყოს ნატოს წევრი, გადაწყვეტილება ამ თემაზე მხოლოდ ამ კონკრეტულმა და ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. სხვას არავის შეუძლია პროცესში ჩარევა".
ნატოს სამიტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტთან ერთად რამდენიმე მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი იმყოფება, პოლონეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან ერთად ვარშავაში იმყოფება აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა. მნიშვნელოვან შეხვედრების გამართვას გეგმავს ვარშავაში მყოფი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი.
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
კომენტარები