სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი - "ტოიოტა კავკასიამ" Camry 2018 წარადგინა
განახლებული და დახვეწილი დიზაინი, ინოვაციურობა, დაცულობა, სიმძლავრე და კომფორტი - ეს სიტყვები სრულიად შეესაბამება ტოიოტა კამრის უახლეს მოდელს, რომელიც მისი წინამორბედებისგან რადიკალურად განსხვავდება. კომპანიამ მისი ახალი მოდელით D/E სეგმენტის მანქანებში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და ამაში თავად დარწმუნდებით, როგორც კი Camry 2018-ს გაეცნობით.
ახალი Camry "ტოიოტა კავკასიამ" ქართველ მომხმარებლებს რუსთავის ავტოდრომზე წარუდგინა. კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, პრეზენტაციას Camry 2018-ის მთავარი ინჟინერი, მასატო კაცუმატა უძღვებოდა. პრეზენტაციაზე „ტოიოტა კავკასიის“ წარმომადგენლებმა განახლებული Camry-ს შესახებ ისაუბრეს და მოწვეულ სტუმრებს სხვდასხვა ვიდეორგოლები აჩვენეს. პრეზენტაციის ფარგლებში ხაზი გაესვა Camry-ს, როგორც რეგიონში ლიდერი სედანის მნიშვნელობას.
მასატო კაცუმატა მთელი შეხვედრის განმავლობაში Camry-ს ახალი მოდელის შექმნის ისტორიასა და მოტივაციაზე საუბრობდა. ინჟინერმა აღნიშნა, რომ სამუშაო გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მომხმარებლებთან ემოციური კავშირის დამყარება იყო. ადმაიანის ცხოვრება ემოციებისგან შედგება და ის რაც განსაკუთრებულად ბედნიერს გხდის, არასდროს გავიწყდება.
თუკი ცხოვრებაში ბედნიერებას, სიმშივიდეს, უსაფრთხოებას, კომფორტსა და სიმძლავრეს ეძებთ, Camry-ს მერვე თაობას ყველაფერი აქვს, რომ ეს მოთხოვნილებები სრულად დაგიკმაყოფილოთ.
"ჩვენ გვსურდა დაგვემყარებინა სულიერი კონტაქტი ადამიანებთან, ამიტომ წარმოვადგინეთ ახალი სედანის კონცეფცია, რომელიც ფლობს უპირატესობას პერფორმანსისა და პრაქტიკულობის კუთხით და ამავე დროს, მომხმარებელს ფიზიკურად და სულიერად აგრძნობინებს მართვის გამოცდილებას", - ამბობს მთავარი ინჟინერი მასატო კაცუმატა.
სწორედ ამ მიდგომის დამსახურებაა, რომ ახალმა Camry-მ არსებობა სუფთა ფურცლიდან დაიწყო და სრულიად ახალ სიმაღლეზე ავიდა.
Camry 2018 ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურის (TNGA) ფილოსოფიით შეიქმნა, რაც მისი უნიკალურობის კიდევ ერთი მიზეზია. მერვე თაობის Camry სრულიად განსხვავდება მისი წინამორბედებისგან და ეს არამარტო ვიზუალურად, არამედ ტექნიკური მახასიათებლებითაც შესამჩნევია. პირველ რიგში, Camry 2018 გაიზარდა სიგრძეშიც და სიგანეშიც. ეს ცვლილება იმისთვისაა, რომ მძღოლმა და მგზავრებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. წინა სავარძლების სიმაღლე 20 სმ-ით დაბალია, თუმცა მძღოლს ხილვადობაზე პრობლემა არ ექმნება, რაც მანქანის განახლებული წინა ნაწილის დამსახურებაა.
მანქანის სალონი ისეა შექმნილი, რომ მთელი კორპუსი მძღოლზეა მორგებული და მას ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რათა კომფორტულად იმგზავროს. ხმის იზოლაციის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 12%-ით, რაც ამ სეგმენტის მანქანებში საუკეთესო შედეგია.
Test Drive-ის შთაბეჭდილებები: Camry 2018 უფრო ძლიერია, ვიდრე მისი მთავარი სამი კონკურენტი
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Camry 2018-ის ორი მანქანა მისივე კატეგორიის სამ სხვადასხვა მანქანას შევადარეთ. გამოსაცდელი მანქანების სიაში შედიოდა Mazda 6, Volfkswagen Passat 2017 და Kia Optima. რაც შეეხება მერვე თაობის Camry-ს მანქანებს, ჩვენს განკარგულებაში ორი სხვადასხვა პაკეტით აღჭურვილი მანქანა იყო, მათგან ერთი 2.5, ხოლო მეორე 3.5 ძრავიანი.
პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად, ტესტ დრაივი Camry 2018-ის 2.5 ძრავიანი მანქანით დავიწყეთ. მანქანაში ჩაჯდომისთანავე იგრძნობა, რომ მისმა შემქმნელებმა მომხმარებლების კომფორტზე განსაკუთრებულად იზრუნეს. დახვეწილი, მძღოლზე მორგებული სალონი პირდაპირ ამბობს, რომ ამ მანქანით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. ჯერ ერთი, გიჩნდებათ განცდა, რომ თქვენს განკარგულებაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სალონია, რომელიც შექმნელებმა ვიზუალურად დიდოსტატურად შეფუთეს. ხისა და ტყავის დეტალების სინთეზმა შეუძლებელია ესთეტიური სიამოვნება არ მოგანიჭოთ.
როგორც კი მანქანაში ჩაჯდებით, ხვდებით, რომ ტყავის სავარძლები უმაღლესი მატერიისგან არის დამზადებული. გარდა ამისა, სავარძლების ბალანსი საჭესთან და სალონთან მიმართებით, იდეალურად არის დაცული, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ ამ მანქანით მგზავრობა, ყველაზე შორ დისტანციაზეც კი, სასიამოვნო იქნება.
კიდევ ერთი დიდი კომფორტი, რომელსაც ამ მანქანით სიარულისას გრძნობთ, ხმის იდეალური იზოლაციაა. მანქანით მგზავრობისას შეუძლებელია შეგაწუხოთ გარედან შემოსულმა ძრავის ხმამ, ან თუნდაც, ქარის ზუზუნმა. ამ დეტალის დახვეწაზე, მთავარი ინჟინერის თქმით, ძალიან ბევრი იმუშავეს. ხმის იზოლაციის დასახვეწად მანქანის გვერდითა სარკეებზე გაკეთებულია ოთხი მინიმალისტური კბილანა, რომელიც როგორც ვიზუალურად, ისე დანიშნულებით, ძალიან ეფექტურია. გზაზე ყოფნისას შეგიძლიათ მშვიდად მოუსმინოთ მუსიკას ან ესაუბროთ თქვენს თანამგზავრებს, ისე რომ, ვერანაირმა ხმაურმა ვერ შეგიშალოთ ხელი.
რაც შეეხება მანქანის პერფორმანს, 2.5 ძრავიანი მოდელის მართვის დინამიკა იმდენად გაუმჯობესებულია მის წინამორბედებთან და ტესტ დრაივზე წარმოდგენილ სხვა მანქანებთან შედარებით, რომ კონკურენციის გაწევის შანსიც კი არ არსებობს. ძალიან მცირე რადიუსიან მოსახვევებშიც კი, Camry 2018 სრულად ემორჩილება თქვენს მიზანს, მილიმეტრებითაც კი არ ცურდება და ნებისმიერი სირთულის მანევრი სრულიად უსაფრთხო ხდება.
სიჩქარის აკრეფვა მერვე თაობის Camry-ისთვის უმარტივესი ამოცანაა. აქსერელატორზე ფეხის ხისტი დაჭერისას მანქანა 120 კმ/სთ-ს ორიდან სამი წამის შუალედში აღწევს, რაც ყველა სხვა დატესტილი მანქანების შესაძლებლობებს აღემატება. გარდა ამისა, აღსანიშნავია მუხრუჭის შესაძლებლობებიც. რა სისწრაფითაც არ უნდა მიდიოდეთ, მუხრუჭზე მყისიერი დაჭერისას მანქანა ფაქტობრივად ადგილზე შეშდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია პანორამული საქარე მინა, რომელიც ხილვადობას აქამდე არნახულს ხდის. სპეციალურად დამუშავებული დეტალების წყალობით, Camry 2018 90º-იან მოსახვევშიც კი საშუალებას გაძლევთ, ბოლომდე აღიქვამდეთ შექმნილ სიტუაციას.
დღის მთავარი გმირი Camry 2018 იყო, 3.5 ძრავითა და 300 ცხენის ძალით. ის ყველა იმ ღირსებას ატარებს, რომელსაც მისი შედარებით მსუბუქი მოდელი 2.5 ძრავით, თუმცა მისი შესაძლებლობები რამდენჯერმე აღემატებოდა ყველა სხვა წარმოდგენილ მანქანას.
ჯერ კიდევ პრეზენტაციის დროს, მასატო კაცუმატა დიდ იმედს გამოთქვამდა, რომ Camry 2018 თავის სეგმენტში საუკეთესო სედანი გახდებოდა. ტესტ დრაივის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მერვე თაობის Camry-ს ამ მიზნის მისაღწევად, ყველანაირი წინაპირობა აქვს.
კომენტარები