როგორც აღმოჩნდა, ილონ მასკს საოცრად ლამაზი და წარმატებული დედა ჰყავს
"ნერდი ვიყავი, მაგრამ ილონი სუპერ ნერდი იყო. ერთხელ ვუთხარი, რომ მეცნიერებასა და მათემატიკაში მთელ სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. მან გაიცინა, რადგან იცოდა, რომ მაჯობა" - ამბობს მეი მასკი, ცოცხალი ლეგენდის, ილონ მასკის დედა, Women in the World-თან საუბრისას.
69 წლის მეის თქმით, მას საკუთარი შვილის პოპულარობა ძალიან აწუხებს:
"ვერ ვიტყვი, რომ მისი ცნობადობა ძალიან მსიამოვნებს. როდესაც გარეთ ერთად ვართ, კაცების ჯგუფი შემოეხვევა და თითოეული მათგანი საკუთარ თავზე უწყებს ლაპარაკს. ისინი მომაბეზრებლები არიან და ილონს ტუალეტშიც კი მიჰყვებიან".
იმის მიუხედავად, რომ მეი მასკს ყოველთვის ილონ მასკის დედად მოიხსენიებენ, ის თავის შვილზე არანაკლებ წარმატებულია.
მეი მასკი პროფესიონალი დიეტოლოგი და ასევე პროფესიონალი მოდელია, რომელიც 69 წლის ასაკშიც კი ხვდება ჟურნალების გარეკანზე. "5 ათწლეულის მოდელი და გოგო ჟურნალის გარეკანიდან" - წერს ის თავისი ტვიტერის ბიოგრაფიაში.
მეი მასკი კანადაში დაიბადა, თუმცა როცა სამი წლის იყო, მისი მშობლები სამხრეთ აფრიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. 15 წლის ასაკში მეიმ მოდელის კარიერა დაიწყო და 25 წლის ასაკში მის სამხრეთ აფრიკის ფინალში მოხვდა. 21 წლის ასაკში ის ბაკალავრი გახდა დიეტოლოგის პროფესიაში და მოდის სფეროში უამრავი კლიენტები ჰყავდა, ვისაც კვებასთან დაკავშირებულ რჩევებს აძლევდა.
26 წლის ასაკში მეი იროლ მასკზე დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა: ილონი, კიმბალი და ტოსკა. თუმცა 9 წლის შემდეგ მას გაშორდა და წლების განმავლობაში შვილებს მარტო ზრდიდა, სანამ ილონი მამასთან არ გადავიდა საცხოვრებლად. სკოლის დასრულების შემდეგ, ილონი კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 6 თვის შემდეგ დედამ ჩააკითხა.
მეის სამოდელო კარიერა კანადასა და აშშ-ში გაგრძელდა.
2011 წელს მეი ნიუ-იორკ ტაიმსის გარეკანზე გამოჩნდა, სადაც ორსული დემი მურის ცნობილი შიშველი ფოტო "გააცოცხლა"
ამის შემდეგ, ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის ჟურნალ Time-ის გარეკანზეც გაშიშვლდა
და ყველაზე მთავარი - ის ბიონსეს კლიპშიც გადაიღეს
ტორონტოს შემდეგ, მეი ნიუ-იორკში გადავიდა, 2013 წელს კი კალიფორნიაში, მარინა დელ რეიში დასახლდა, რომ შვილიშვილებთან ახლოს ყოფილიყო.
კომენტარები