ჯიჯი ჰადიდი

12 Feb. 2018, 16:58

მათთვის, ვინც ასეთი დაინტერესებულები ხართ, თუ რატომ შეიცვალა ჩემი სხეული წლების განმავლობაში, ალბათ არ იცით, რომ როდესაც სამოდელო ბიზნესში მივედი, ჯერ არ მქონდა ჰაშიმოტოს დაავადების დიაგნოზი. წლების წინ, იმასაც კი ამბობდით, რომ სამოდელო ინდუსტრიისთვის ძალიან დიდი ზომის ვიყავი.

ბოლო წლების განმავლობაში, მკურნალობას გავდივარ, რომ ისეთ სიმპტომებს გავუძლო, როგორიცაა საშინელი დაქანცულობა, მეტაბოლიზმის პრობლემები და ა.შ. ჩავიტარე სრული სამედიცინო მკურნალობა, რაც ჩემს ფარისებრ ჯირკვალს ბალანსის აღდგენაში დაეხმარა.

ჩემს სხეულზე იმოქმედა სტრესმა და გამუდმებულმა მოგზაურობებმაც. ჩემი კვების რაციონი არ შეცვლილა, მაგრამ ჩემი სხეული ამ ყველაფერს განსხვავებულად უმკლავდება. თუმცა ახლა უფრო ჯანმრთელი ვარ.

შეიძლება თქვენთვის ძალიან გამხდარი ვარ, და გულწრფელად რომ გითხრათ, არც მე მსურს, ასეთი გამხდარი ვიყო, თუმცა ახლა თავს ჯანმრთელად ვგრძნობ და ჩემს სხეულთან ერთად ზრდას განვაგრძობ. როგორც ყველა სხვა.

ამის შემდეგ აღარ აგიხსნით, რატომ გამოიყურება ჩემი სხეული ასე, როცა თქვენი სილამაზის სტანდარტებში არ ჩავჯდები, რადგან ამის ვალდებულება არ მაქვს. არ მინდა სხვა ადამიანების განსჯა, მაგრამ ნარკოტიკი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება და ამ წარმოდგენებში ნუ მსვამთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სხეულის ცვლილებები არ გესმით.

გთხოვთ, როგორც სოციალური მედიის მომხმარებლებსა და ადამიანებს, ისწავლეთ, რომ მეტი ემპათია გქონდეთ ადამიანების მიმართ და იცოდეთ, რომ თქვენ არასდროს გაქვთ ინფორმაცია სრულ სურათზე. გამოიყენეთ თქვენი ენერგია საყვარელი ადამიანების გაბედნიერებაში და არა იმ ადამიანების სიძულვილში, ვინც არ მოგწონთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით
  2. კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით
  3. ქვიზი: გამოიცანი ინგლისური სიტყვა არეული ასოებით
  4. ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა?
  5. 10+ ქვიზი, რომლებიც ივნისში მოგიმზადეთ და არ უნდა გამოგრჩეთ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა აფგან სადიგოვის უკანონო დაკავების საქმეზე…