მწერლები და გამომცემლები ზვიად რატიანის საქმეზე GPB-ის სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრას ითხოვენ
ფოტო: GPB / Facebook
მწერლებისა და გამომცემლების ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისა და დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრას ითხოვენ.
საქმე ეხება სამართალდამცველების მიერ პოეტ ზვიად რატიანის ცემას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ე.წ. რეიდების დროს დააკავეს. მას სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. რატიანი კი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს.
27 დეკემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.
მწერლებისა და გამომცემლების წერილს On.ge უცვლელად გთავაზობთ.
ქალბატონებო და ბატონებო,
2017 წლის 24 დეკემბერს პოეტი ზვიად რატიანი პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გახდა. პოლიციელებმა მას უმოწყალოდ სცემეს. დამნაშავეების დასჯის მაგივრად სახელმწიფომ მერამდენედ სცადა მსხვერპლის დამნაშავედ ქცევა. დაიწყო ზვიად რატიანის დისკრედიტაციის კამპანია. ამ კამპანიაში 2017 წლის 27 დეკემბერს სამარცხვინოდ ჩაერთო საზოგადოებრივი მაუწყებელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ერთადერთი ტელევიზია, რომელმაც უკომენტაროდ გაუშვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაბრიკაცია: რამდენიმესაათიანი ვიდეო მასალის სამწუთნახევარიანი ფრაგმენტი. ამ დამონტაჟებული ფრაგმენტის გამოქვეყნებით, მაუწყებელმა არა ერთი მოქალაქის აგრესია ზვიად რატიანისკენ მიმართა, რითაც საფრთხე შეექმნა თავად მას და მისივე ოჯახის უსაფრთხოებას.
2017 წლის 29 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიუღებლად მიიჩნია ამ მასალის გაშვება. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა გრიგოლ გოგელიამ განაცხადა: „ბორდი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი, რომელმაც გამოიწვია საზოგადოებრივი აღშფოთება და რეზონანსი, ჩვენთვისაც მიუღებელი იყო. ის სტანდარტები, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მუშაობდეს, დაირღვა.“
ამავე პოზიციაზეა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოც: მისი 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.
ჩვენ ვეთანხმებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეფასებას, თუმცა მივიჩნევთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ თეორიული პასუხისმგებლობის აღებას პრაქტიკული შედეგები არ მოჰყოლია, რაც ძალიან არასახარბიელოდ აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალ მუშაობაზე და მის რეპუტაციაზე. მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებლობა, კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების გარეშე, არაფერს ნიშნავს .
ამიტომაც თხოვნით მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის და მისი დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით შეგვხვდეს მწერლებისა და გამომცემლების ჯგუფს არაუგვიანეს ამა წლის 6 იანვრისა.
თინათინ მამულაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, ტორესა მოსი, გვანცა ჯობავა, მარიამ სამადაშვილი, ნინია მაჭარაშვილი, ზაალ ანდრონიკაშვილი, არჩილ ქიქოძე, პაატა შამუგია, ნესტან კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, ხათუნა ცხადაძე, ზვიად კვარაცხელია, ანი კოპალიანი, ბელა ჩეკურიშვილი, ხათუნა თავდგირიძე, მაკა ლდოკონენი, ნინო სადღობელაშვილი, დიანა ანფიმიადი, ზაზა კოშკაძე, ივა ფეზუაშვილი, მიხო მოსულიშვილი, შოთა იათაშვილი, ნატო ალხაზიშვილი, ზურაბ რთველიაშვილი.
გაიგეთ მეტი: ზვიად რატიანის საქმე
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები