ევროკავშირი აზერბაიჯანის რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 7,2 მილიონ ევროს დახარჯავს. აღნიშნული ფულის დახარჯვის მიზანი კვების უსაფრთხოებისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის უზრუნველყოფაა.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ევროკავშირის ფული სახელმწიფო უწყებების დახმარებით დაიხარჯება და პროექტში ჩართულები იქნებიან როგორც აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკისა და ინდუსტრიის, საგანაგებო სიტუაციებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.