ვისი დახმარებით შემოვიდა აჰმედ ჩატაევი თბილისში
თბილისში, ისანში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციიდან უკვე ერთი კვირა გავიდა, თუმცა კითხვები ამ ოპერაციის ირგვლივ იმაზე მეტია, ვიდრე მანამდე იყო. მთავარი შეკითხვა, რომელიც ამ დრომდე პასუხგაუცემელია, როგორ აღმოჩნდა ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჩეჩნური ფრთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, ბატალიონ "იარმუკის" მეთაური, 37 წლის აჰმედ ჩატაევი საქართველოს დედაქალაქში?
ვინ ან რომელმა უწყებამ მისცა ჩატაევს და სხვა ტერორისტებს თბილისში, "ხელშეუხებლობის გარანტია", რა მიზნით შემოუშვეს და აღჭურვეს ისინი? და, თუ ასეთი გარანტია ბუნებაში არ არსებობდა და ამის შესახებ, საქართველოს ხელისუფლება საქმის კურსში არ იყო, როგორ მოახერხა ინტერპოლის ძებნილმა სირია-ერაყიდან საქართველოში ჩამოღწევა, თბილისის, ერთ-ერთ ხალხმრავალ უბანში დასახლება და ნაქირავებ ბინაში იმ რაოდენობის იარაღის თავმოყრა, რომ სუს-ის და შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაციას 20 საათი მოანდომეს?!
ის, რომ თბილისში, 22 ნოემბერს, სწორედ აჰმედ ჩატაევი და მისი თანხლები პირები მოკლეს, ეჭვს თითქმის აღარ იწვევს. ამ ინფორმაციას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რამდენიმე წყარო ადასტურებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი კვლავ ლიკვიდირებულთა დნმ-ის გამოკვლევის შედეგებს ელიან და დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.
ჩატაევის ნათესავებმაც დამიდასტურეს, რომ ერთ-ერთი დაღუპული ნამდვილად აჰმედ ჩატაევია. ვინ მისცა გარანტია და შემოიყვანა საქართველოში ნამდვილად არ ვიცი.
კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი უმარ იდიგოვი ამბობს, რომ ისანში მოკლულთაგან ერთი ნამდვილად ჩატაევია. იდიგოვი ქისტური თემის ცნობილი წარმომადგენლის დუისელი მექა ხანგოშვილის მეუღლეა, დუისის მკვიდრია აჰმედ ჩატაევის მეუღლე აინა მარგოშვილიც:
"ფაქტი სახეზეა და ეს ჩატაევის ნათესავებმაც დამიდასტურეს, რომ ერთ-ერთი დაღუპული ნამდვილად აჰმედ ჩატაევია. ვინ მისცა გარანტია და შემოიყვანა საქართველოში ნამდვილად არ ვიცი. დაახლოებით, თვენახევრის წინ მან შემომითვალა, რომ საქართველოში ჩამოსვლა სურდა, რაზეც შევუთვალე, რომ ეს შეუძლებელია, ძალიან სახიფათოა და ამაზე არც ეფიქრა, თუმცა, საბოლოოდ, ჩემდა გასაოცრად, ის თბილისში მაინც აღმოჩნდა. მაქვს ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დაწყებამდე, იმ ბინაში, ჩატაევის მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟიც იმყოფებოდნენ და კორპუსი სროლის დაწყებამდე დატოვეს".
სირიასა და ერაყში ISIS-ის დამარცხების შემდეგ, რა მიზანი ამოძრავებდა, აშშ-ს მიერ "გლობალურ ტერორისტთა სიაში" მყოფ აჰმედ ჩატაევს როცა საქართველოში ჩამოსვლის გაბედული გადაწყვეტილება მიიღო?! და, რატომ მაინცდამაინც საქართველო?
ექსპერტების აზრით, ამ არაორდინალური ნაბიჯის ახსნა ორი ფაქტორით შეიძლება: პირველი - ჩატაევს საქართველოში ოჯახი ჰყავდა და მეორე - იგი წლების მანძილზე, საქართველოს სპეცსამსახურის ოპერატიული აგენტი იყო და საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა მინიჭებული (ამ ინფორმაციას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმდჯომარე ირაკლი სესიაშვილიც ადასტურებს) და შეეძლო ძველი კავშირებით ესარგებლა.
საქართველოს სპეცსამსახურებმა 30 წლის აჰმედ ჩატაევი 2010 წელს გადმოიბირეს, როცა მას უკრაინიდან რუსეთში დეპორტირება და ხანგრძლივი სასჯელი ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შემდეგ ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ 2016 წელს აღიარა, რომ ჩატაევის გადმობირების ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა.
ჩატაევი ლაფანყურის ბურუსით მოცული მოვლენების დროს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რა დროსაც, შსს–ს სპეცრაზმელები არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, ასევე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპნენ.
2012 წლის გაზაფხულიდან, ქართული სპეცსამსახურების დავალებით, სხვადასხვა ქვეყნებიდან (მათ შორის ავსტრიიდან) ჩეჩენი და სხვა ჩრდილოკავკასიელი მებრძოლებისა და მოხალისეების საქართველოში საიდუმლო ჩამოყვანასა და გამალებულ წვრთნას სწორედ "ცალხელა აჰმედა" კურირებდა.
2012 წლის, აგვისტოში, ამ არალეგალური დაჯგუფების ერთი ნაწილი, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ლოპოტის ხეობაში გაიტყუა, 11 მათგანი გაანადგურა და შემდეგ, განაცხადა, რომ თითქოს, "ბოევიკები დაღესტნიდან საქართველოში შემოიჭრნენ".
ჩეჩნური წყაროების ცნობით, ლოპოტის ხეობაში მასშტაბური სპეცოპერაციის ბოლო ფაზის დროს, თავად ჩატაევის, როგორც „ოქროს მოწმის“ ლიკვიდაციაც იყო ჩაფიქრებული. იგი ჩეჩენ მებრძოლებთან მოსალაპარაკებლად შეუშვეს, უკან დაბრუნებულს კი ცეცხლი გაუხსნეს და მძიმედ დაჭრეს. ჩატაევი სასწაულებრივ გადარჩა, გაქცევა მოახერხა და მხოლოდ 10 დღის შემდეგ ჩაბარდა სამართალდამცველებს.
ახალი ხელისუფლების პირობებში, 2012-2013 წლებიდან ეს ურთულესი პროცესი, ლაფანყურის მოვლენების გამოძიება თითქოს დაიძრა, თუმცა გავიდა გარკვეული დრო და გაირკვა, რომ მთავარი პროკურატურიდან საქმე ისევ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა წაიღო და ამის შემდეგ, ყველაფერს ისევ იდუმალების საფარველი გადაეფარა.
"ცალხელა აჰმედას" განგრენა განუვითარდა და გორის ჰოსპიტალში ფეხიც დაკარგა. ციხის საავადმყოფოში ჩატაევმა სულ ოთხი თვე გაატარა (სექტემბერი-დეკემბერი 2012) და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გათავისუფლდა.
რატომ გაუშვეს მაშინ ჩატაევი და რატომ არ მოხდა 5 წლის მანძილზე, ლაფანაყურის მოვლენების გამოძიება, ეს კითხვები, დღეს, ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ კიდევ უფრო მეტ აქტუალურობას იძებს. ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს:
"ახალი ხელისუფლების პირობებში, 2012-2013 წლებიდან ეს ურთულესი პროცესი, ლაფანყურის მოვლენების გამოძიება თითქოს დაიძრა, თუმცა გავიდა გარკვეული დრო და გაირკვა, რომ მთავარი პროკურატურიდან საქმე ისევ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა წაიღო, სწორედ ეს უწყება იძიებდა საქმეს მანამდე, და ამის შემდეგ, ყველაფერს ისევ იდუმალების საფარველი გადაეფარა".
ზუსტად ხუთი წლის წინ, 2012 წლის 29 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობდა, რომ "ჩატაევი შეიძლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს, რომელიც გამოძიებას დაეხმარება გაარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში ლაფანყურში და დღეს ჩატაევის გათავისუფლება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია".
ამ განცხადებიდან ერთ კვირაში კი 2012 წლის ექვს დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნით, ჩატაევს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
2013 წლის იანვარში, მთავარმა პროკურატურამ "დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო", ჩატაევის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ შეწყვიტა და გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი ლარიც კი უკან დაუბრუნდა. 2013 წლის ბოლოს მან საქართველო დატოვა.
ამ ამბებიდან ოთხი წლის შემდეგ, ლაფანყურის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და "ოქროს მოწმე" მოულოდნელად თბილისში ისევ ჩნდება და მას 20 საათიანი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ კლავენ, რა დროსაც 41 წლის სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი იღუპება.
აჰმედ ჩატაევი 1980-2017
- 1980 წელს საქართველოს მოსაზღვრე ჩეჩნეთში, ვედანაში დაიბადა, სოფელში, რომელიც 1834-1859 წლებში შამილის (ჩრდილო-კავკასიური) იმამატის ბოლო დედაქალაქი იყო;
- 1999 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომში ჩაება, მალე ტყვედ ჩავარდა და რუსებმა წამების დროს ცალი ხელი მოკვეთეს (რუსული ვერსიით, ჩატაევმა ხელი ბრძოლის დროს დაკარგა);
- 2001 წელს, პირველ მეუღლესთან და შვილთან ერთად, ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარდა და ორ წელიწადში თავშესაფარი მიიღო, ავსტრიაში მას კიდევ ორი შვილი შეეძინა;
- 2003 წელს, რუსეთმა ჩატაევზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ევროპაში გადაბარგების შემდეგ, აქტიური კავშირი ჰქონდა იჩქერიის ლიდერებთან დოკუ უმაროვთან და აჰმედ ზაკაევთან;
- 2008 წელს, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვის გამო შვედეთში დააკავეს, მიესაჯა და 2009 წელს გათავისუფლდა;
- 2010 წელს, მობილურში ასაფეთქებელი ტექნიკის გამოყენების მეთოდებისა და მოკლული ადამიანების ფოტო-ფაილების აღმოჩენის გამო, უკრაინა-სლოვაკეთის საზღვაზე დააკავეს. რუსეთმა მაშინვე მოითხოვა მისი გადაცემა, თუმცა ჩატაევის ექსტრადირება მოულოდნელად საქართველოში მოხდა. დასახლდა პანკისის ხეობის სოფელ დუისში და ხელმეორედ დაოჯახდა;
- 2011 წელს, კიდევ ერთხელ დააკავეს თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე, რუსეთმა ისევ ვერ შეძლო მისი ექსტრადირება;
- 2012 წელს, საქართველოს სპეცსამსახურების ოპერატიული აგენტის რანგში, ზელიმხან ხანგოშვილთან („დიშნა“) და ალი დაბუევთან („თემურ მახაური-ზოონი“) ერთად პანკისის ხეობაში, ჩეჩენი და ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების ჩამოყვანას და წვრთნას ხელმძღვანელობდა. ამ ჯგუფის მცირე ნაწილი აგვისტოში ლაფანყურში გაანადგურეს. მძიმედ დაჭრილმა ჩატაევმა, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, ციხის საავადმყოფოში ოთხი თვე გაატარა და დეკემბერში გათავისუფლდა;
- 2013 წელს, საქართველო დატოვა, თურქეთში გადავიდა და მალე სირიაში ISIS-ის ჯაიშ ალ-მუჰაჯირენ ვ’ალ-ანსარის დაჯგუფებას შეუერთდა, რომელსაც ორი ქისტი თარხან ბათირაშვილი (აბუ უმარ ალ-შიშანი) და რუსლან მაჩალიკაშვილი (საიფულა ალ-შიშანი) მეთაურობდნენ;
- 2015 წელს, აშშ-მა ჩატაევი „გლობალური ტერორისტების შავ სიაში“ შეიყვანა. ივლისში, ჩატაევი ერაყიდან Viber-ის გზავნილით დაემუქრა შსს-ს, რომ თუ ISIS-ის „პანკისისა“ და „აჭარის“ „ჯამაათების“ შეფიცულთა დევნა არ შეწყდებოდა საქართველოში ტერაქტს მოაწყობდა;
- 2016 წელს, დასახელდა სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მოწყობილ სისხლიანი ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორად, რა დროსაც 43 ადამიანი დაიღუპა;
- 2017 წლის 26 ნოემბერს, ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, სუს-ის უფროსმა გომელაურმა აღნიშნა: "არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს".
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
-
ნახეთ ჯონი დეპი დიკენსის ახალ ეკრანიზაციაში — მსახიობს ამ როლში ვერც კი იცნობთ (ტრეილერი) ნახეთ ჯონი დეპი დიკენსის ახალ ეკრანიზაციაში — მსახიობს ამ როლში ვერც კი იცნობთ (ტრეილერი)
-
მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა
გადახედვა
კომენტარები