კილაძე ჩატაევის შესაძლო ლიკვიდაციაზე: მგონი საქმე გვაქვს გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან
ფოტო: 2030
ქართული ოცნების წევრის, სოფო კილაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მნიშვნელოვანია ვინ იყვნენ 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები, გამოძიების დასრულებამდე განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავონ. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სპეცოპერაციის დროს აჰმედ ჩატაევის შესაძლო მკვლელობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
"არაერთხელ გვსმენია არაერთი ჭორი სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით და მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც [აჰმედ ჩატაევის შესაძლო ლიკვიდაცია] საქმე გვაქვს გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან. რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც ასეთი წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავ სტრუქტურებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავის დრო და დღესდღეობით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები სამართალდამცავების მხრიდან. ვფიქრობ, რომ სანამ არ დასრულდება ეს ღონისძიებები, იმისთვის რომ საფრთხე არ შეექმნას გამოძიებას, თავი უნდა შევიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან", - განაცხადა კილაძემ.
თურქული პრო-სახელისუფლებო მედიასაშუალება Daily Sabahინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი აჰმედ ჩატაევი. Daily Sabah ეყრდნობა სხვა თურქულ გამოცემა Haberturk-ს. Haberturk ვარაუდობს, რომ მოკლულებს შორის აჰმედ ჩატაევია, თუმცა არ ასახელებს, საიდან აქვს აღნიშნული ინფორმაცია.
21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაჭრილია ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი. სუს-ში On.ge-ს არ უთხრეს სპეცოპერაციის დროს აჰმედ ჩატაევი მოკვდა თუ არა.
სპეცოპერაციის გამო მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებული იყო მოსახლეობა, სკოლასა და სამ ბაღში კი სასწავლო პროცესი შეწყდა. სპეცოპერაციის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი და გარემოება ამ დრომდე უცნობია.
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
კომენტარები