სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

14 Nov. 2017, 21:56

ბატონი ჯეჯელავა არაორდინალური იყო არა იმდენად თავისი რეფორმებით, არამედ გამოხატვის ფორმებით. ვაშლი შეიძლება არ იყოს იმდენად სერიოზული, რამდენადაც ის, რაც მის მიღმა დგას. ესაა ბავშვთა სწორი კვება, ბავშვთა ჯანსაღი კვება. ვაშლი სიმბოლო შეიძლება იყოს ჯანსაღი კვების, რომელიც მან უცებ გახადა პოპულარული. არ ვიცი, იმ ვაშლებში რა ფული დაიხარჯა, ისევ ბავშვებს ხმარდება, მაგრამ ასჯერ მეტი რომ დაგვეხარჯა რეკლამაში, იმ ეფექტს ვერ მივაღწევდით, რაც ბატონმა ჯეჯელავამ გააკეთა. მეც მეცინება ამაზე, თვითონაც ღიმილით ჰყვება და საზოგადოებაც ასე შეხვდა, იმ ნაწილის გარდა, რომელიც ყველაფერზე დაბოღმილია და არაფერი არ მოსწონს რაც ქვეყანაში ხდება. ეს პროგრამა გაგრძელდება თუ არა მნიშვნელობა აღარ აქვს. ამან თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და გვითხრა რომ ჯანსაღი ცხოვრება ბავშვებისთვის აუცილებელია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ