"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ მოკლე დისკუსია გამართეს. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.

მისი თქმით, პოზიცია არსებითად იგივე დარჩა — ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა. იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის მინისტრებს შორის უფრო მასშტაბური დისკუსია იანვარშია მოსალოდნელი.

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს დღეს მოკლე დისკუსია ჰქონდათ საქართველოს შესახებ. პოზიცია არსებითად იგივე დარჩა — ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა, თუმცა არის გარკვეული ინტერესი, რომ მუშაობა გაგრძელდეს პოლიტიკურ დონეზე დაბლა, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დაკავშირებადობა. მინისტრებს შორის უფრო მასშტაბური დისკუსია იანვარშია მოსალოდნელი", — დაწერა იოზვიაკმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში გაიმართა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მდგომარეობაც განხილეს.

სხდომას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, ხელმძღვანელობდა.