"გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის ნაწილის რუსეთში შეტანის აკრძალვას ბრიფინგზე გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა გაარკვევს შეზღუდვის მიზეზებს და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება.
მისი თქმით, "ქვეყნისთვის, რომელიც ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია, როგორც საქართველო, ბევრი რამე არის რისკის წარმომშობი".
"არა მხოლოდ რუსეთში ვაჭრობა, ევროკავშირში ვაჭრობაც თავის რისკებს იწვევს, აგერ სანქციებს ითხოვენ და ასე შემდეგ. ვხედავთ იქ მუქარას, მათ შორის ყულევის სპორტთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. რისკები ყველგან, ყველა ბაზარზეა. აქ მსოფლიო პოლიტიკა არ არის ასე მოწყობილი, რომ ქვეყნები ერთმანეთთან რაღაც მეგობრულ ყიჟინაში არიან. ძალიან მკაცრი და პრაგმატული პოლიტიკა არის საერთაშორისო პოლიტიკაში. ასე რომ, რისკები რუსულ ბაზარზეცაა, ევროკავშირის ბაზარზეცაა, ყველგანაა. ვხედავთ, რომ ხან ერთგან ტარიფები იზრდება, ხან მეორეგან სანქციები წესდება, ხან მეოთხისგან საზღვრების ჩაკეტვა უნდათ და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ ჩვენი ხალხის და ეკონომიკური აქტორების ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც ექნება შესაძლებლობა ქართულ ბიზნესს, რომ ყველაზე სარფიანი იყოს მისი ბიზნესი, იქ უნდა იმოქმედოს. არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, როგორც გვეუბნებოდნენ, რომ უარი თქვით რუსულ ბაზარზე და ასე შემდეგ.
...ჩვენ სწორები ვიყავი იმაში, რომ მნიშვნელოვანია, არ გვქონდეს ესკალაციის პოლიტიკა, იმიტომ როდესაც გაქვს ღია ეკონომიკა, როდესაც ვაჭრობ სხვადასხვა ქვეყანასთან, ბევრ ქვეყანას აქვს ბერკეტები და არა მხოლოდ რუსეთს. გაიხედეთ გარშემო, ჩვენი ქვეყნის გარშემო, ვისთან ვაჭრობთ და ვის რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს და მიხვდებით, რომ ეკონომიკური ბერკეტები ბევრ ქვეყანას აქვს და სწორედ ეს არის პოლიტიკის მთელი მიზანი, რომ ჰქონდეს ისეთი დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც ერთი რომ არავის მისცემს საბაბს, რომ ბერკეტები გამოიყენოს და მეორეს მხრივ მაქსიმალურად სარგებლიანად იმოქმედოს.
რაც შეეხება რუსეთთან ვაჭრობას, თქვენ არ ნახეთ ბოლო სტატისტიკა, ევროკავშირმა რამდენი ასეულობით მილიარდის გაზი და ნავთობი იყიდა რუსეთისგან, მაშინაც რომ ომი დაიწყო? გვახსოვს თქვენ ცოტა ხნის წინ იყო, თუ არ ვცდები, ფინეთის თუ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა სტატისტიკა, რომ ევროკავშირმა რუსეთს უფრო მეტი ფული გადაუხადა ენერგომატარებლებში, ვიდრე უკრაინას მისცა. ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებებს, როდესაც სანქციებს უხსნის იმისთვის, რომ რუსული ნავთობი იყიდონ. ასე რომ, რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია, ეს ზღაპარი, რომელიც ცდილობდნენ, რომ მიეყიდათ პატარა ქვეყნებისთვის, საქართველო თავის დროზე კარგად მიხვდა, რომ ეს იყო ზღაპარი. ჩვენ გვეუბნებოდნენ ღვინოსთან დაკავშირებით ზუსტად, ღვინოს ნუ ყიდით რუსეთშიო და აღმოჩნდა, რომ ლიტვა ჩვენზე მეტ ღვინოს ყიდდა რუსეთში ომის პერიოდში.
[რუსეთში ქართული პროდუქციის ნაწილზე ემბარგოს მიზეზი] გაურკვეველია, გაუგებარია, რა არის ამის საფუძველი. ამაში გაერკვევა საქართველოს მთავრობა. იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება", — განაცხადა პაპუაშვილმა.
რუსული მედიის ცნობით, "როსპოტრებნადზორმა" (მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სახელმწიფო უწყებამ) ქართული სასმელების — ღვინის, კონიაკის, ლუდის, მინერალური წყლისა და გაზიანი სასმელების ნაწილის რუსეთში იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა. გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს დადგენილებას ეფუძნება.
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება "მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
კომენტარები