რომი, იტალია

პაპი ფრანცისკე კოცნის დონალდ ტრამპს. ეს მიურალი რომის ცენტრში, სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრესთან, ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის წინ, 2017 წლის 11 მაისს გამოჩნდა.

ფოტო: Andreas Solaro/AFP/Getty Images

დუვრი, დიდი ბრიტანეთი

ბენქსის პირველი ნამუშევარი დუვრის პორტის მახლობლად, რომლიც დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას ეხმიანება. ბრექსიტის თემაზე შექმნილ მიურალზე მამაკაცი ევროკავშირის დროშას ერთ-ერთ ვარსკვლავს აშორებს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა ბედი ეწევა ამ მიურალს, ისევე როგორც ბრიტანეთს ბრექსიტის შემდგომ, რადგან სახლის მეპატრონეები ნამუშევრის დემონტაჟსა და გაიყდვას განიხილავენ.

ფოტო: Louisa Gouliamaki/AFP/Getty Images

ათენი, საბერძნეთი

სტრიტ არტისტ Beeps-ის ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარზე იკითხება წარწერა "დადეთ ბიდი! რამდენიმე ნივთიღა დარჩა გასაყიდი!" (Bid! Few Items left for sale). ნახატი მაისში გამოჩნდა, მას შემდეგ რაც საბერძნეთმა და მისმა კრედიტორებმა პირველად შეთანხმებას მიაღწიეს ფისკალურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საბერძნეთში შემცირდა პენსია, სახელმწიფო ვალმა კი თითქმის 315 მილიარდ ევროს მიაღწია.

ფოტო: Louisa Gouliamaki/AFP/Getty Images

ვილნიუსი, ლიტვა

მიურალი ადგილობრივი საკვები დაწესებულების ჯიხურზე, სადაც ტრამპი და პუტინი მარიხუანას "პარაოზით" ეწევიან. ოდნავ მოშორებით კი წარწერაა "Make everything great again".

ფოტო: Adam Berry/Getty Images

ფრანკფურტი, გერმანია

იუსტ ბეკერისა და ოღუზ სენის მიურალი მდინარე მაინიზე, ევროპის ცენტრალური ბანკის სათაო ფოსითან, რომელზეც ასახულია ალან ქურდი, სირიელი ზღვაში დამხრჩვალი ბავშვი. ეს ნამუშევარი, ლტოლვილთა უკიდურეს განსაცდელს, ყოველდღიურად, ათასობით ადგილობრივ მაცხოვრებელსა და მგზავრს ახსენებს. "ჩვენ ძალიან დამწუხრებული და განრისხებულნი ვართ ბავშვების დაღუპვის გამო", განუცხადა ბეკერმა (იგივე COR) როიტერსს.

ფოტო: Daniel Roland/AFP/Getty Images

ლისაბონი, პორტუგალია

ეს გრაფიტი ანგელა მერკელს ეძღვნება, რომელიც ძაფებით მართავს პორტუგალიის პრემიერ მინისტრს, პედრო პასოს კოელიოსა და საგარეო საქმეთა მინისტრ პაულო პორტასს. 2012 წელს, მერკელი მკაცრად ითხოვდას პორტუგალიის ეკონომიკის შემცირებას კრიზისის დასაძლევად განკუთვნილი სესხის სანაცვლოდ.

Merkel Graffiti

ფოტო: Guardian

თეირანი, ირანი

2006 წელს, ადგილობრივმა არტისტმა ანტი-ამერიკული გრაფიტი შექმნა, რომელზეც თავისუფლების ქანდაკება სიკვდილის სახით არის გამოხატული. გრაფიტი ამერიკის ყოფილი საელჩოს კედელზეა დახატული.

ფოტო: Behrouz Mehri/AFP/Getty Images

სიმფეროპოლი, ყირიმი, უკრაინა

ბიჭი უყურებს კედელს, რომელზეც პუტინია გამოსახული. სურათი სიმფეროპოლში, 2015 წელს, ყირიმის ანექსიიდან ერთი წლის შემდეგ არის გადაღებული.

ფოტო: Yuri Lashov/AFP/Getty Images

აბუ-დისი, პალესტინა

ბენქსის ამ ნამუშევრის ნახვა აღმოსავლეთ ნაპირზე განთავსებულ გამყოფ კედელზეა შესაძლებელი. საერთო ჯამში, აღნიშნულ კედელზე, ბენქსიმ 9 სტენსილი განათავსა, რომელიც, რა თქმა უნდა, ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტს ეძღვნება.

ფოტო: Marco Di Lauro/Getty Images

ბერლინი, გერმანია

დმიტრი ვრუბელის ამ ცნობილ მიურალზე, რომელიც ცივი ომის თემატიკას ეძღვნება და ბერლინის კედელზეა დახატული - საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალურ მდივანი, ჩვეულებისამებრ, კოცნის გერმანიის სოციალისტური პარტიის გენერალურ მდივანს, ერიხ ჰონეკერს. ხოლო ზევით კი წარწერაა რუსულ ენაზე: "ღმერთო, დამეხმარე გადავურჩე ამ მომაკვდინებელ სიყვარულს".

ფოტო: Adam Berry/Getty Images

ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია

ფოტოზე გამოსახულია ოლსტერის ლოიალისტების მილიტარისტული მიურალი. ფოტო 2015 წელს, ახალი ლოიალისტური კომუნის დაარსების დღეს არის გადაღებული.

ფოტო: Charles McQuillan/Getty Images

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

ბენქსის მორიგი ნამუშევარი ამჯერად ჩრდილოეთ ლონდონში, რომელზეც ბავშვები სუპერმარკეტების ქსელ Tesco-ს ცელოფნის პარკს აღმართავენ ფლაგშტოკზე. ეს სტენსილი არტისტმა ლონდონის საკრებულოს გადაწყვეტილების მხარდასაჭერად შექმნა, რომელიც ერთჯერადი პარკების აკრძალვას გულისხმობდა.

ფოტო: Jim Dyson/Getty Images

ნიუ-იორკი, აშშ

როდესაც ბარაკ ობამა თავის პირველ საპრეზიდენტო კამპანიას აწარმოებდა, ნიუ-იორკის ქუჩებში მრავლად გამოჩნდა მისდამი მიძღვნილი სტრიტარტი. აქ მომავალი პრეზიდენტი სუპერმენის ფორმით არის გამოსახული.

ფოტო: Chris McGrath/Getty Images

კარაკასი, ვენესუელა

ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის, ჰუგო ჩავესის მიურალი, რომელის ნახვაც კარაკასის ღარიბ გარეუბან კატიაშია შესაძლებელი. ვენესუელას მთავრობა ხშრად ავალებდა ადგილობრივ სტრიტ არტისტებს ქალაქის კედლებზე ბოლივარის რევოლუციისა და ჩავესის მხარდამჭერი სტრიტარის შექმნას.

ფოტო: Meridith Kohut

ნიუ-იორკი

ჰენკსის "Dump Trump" (ნაგავი ტრამპი), ტრამპის წინააღმდეგ შექმნილი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი იყო საპრეზიდენტო კამპანიის დროს. "მურალი რა თქმა უნდა ხუმრობა იყო, ისევე როგორც ტრამპის პრეზიდენტობა. მაგრამ, სამწუხაროდ ეს ხუმრობა ახდა, რაც ძალიან სახიფათოა". მიურალი ცოტახნის წინ შენობის მფლობელმა წაშალა, თუმცა ჰენკსის თქმით, იგი სიამოვნებით დახატავს ხელახლა.

ფოტო: Alamy