ცნობილი ლობისტური ფირმები მანაფორტის საქმეში
ფოტო: AP
დოკუმენტები და პრესაში გამოქვეყნებული მასალები ვაშინგტონის ლობისტური ფირმების განცხადებებს ეჭვქვეშ აყენებს.
ორმა ამერიკულმა ფირმამ, რომელიც პოლ მანაფორტის საბრალდებო დოკუმენტშია ნახსენები, განაცხადა, რომ მანაფორტის საქმიანობის დეტალებთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს. რამდენად გულწრფელნი არიან ისინი?
მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ ძნელი დასაჯერებელია, ამერიკულ ფირმებს არაფერი სცოდნოდათ უკრაინის ყოფილი მმართველი პარტიისა და ბრიუსელში განთავსებული იმ არაკომერციული ორგანიზაციის კავშირებზე, რომელმაც ისინი დაიქირავა.
საუბარია ორგანიზაციაზე სახელწოდებით თანამედროვე უკრაინის ევროპული ცენტრი, რომელიც ბრიუსელში 2012-14 წლებში საქმიანობდა და ევროპის კავშირის ქვეყნებში ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიის ინტერესებს ატარებდა. ამერიკული ფირმები აღნიშნულ ორგანიზაციას პოლ მანაფორტმა დააკავშირა.
"[ფირმებს] საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია კარგად უნდა შეესწავლათ. მათ უნდა სცოდნოდათ, ვინ იყო მათი ახალი კლიენტი", - ამბობს ჯინ ბარდი ვაშინგტონური საერთაშორისო ბიზნესორგანიზაცია არნალ გოლდენ გრეგორიდან.
ზემოთხსენებული ფირმები ბრალდებაში მოხსენიებულია, როგორც კომპანია A და კომპანია B. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ამ პირობითი სახელების მიღმა კომპანიები მერკური ფაბლიქ ეფეარსი და პოდესტა გრუფი იმალებიან.
"ისინი უნდა დაინტერესებულიყვნენ, ვინ იყო [მათი დამქირავებელი] ორგანიზაციის მენეჯმენტში, აგრეთვე ვინ აფინანსებდა მას", - ამბობს ბარდი.
მანაფორტი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას 2016 წელს სამი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ორშაბათს, შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ მას არაერთი ბრალი წაუყენა, მათ შორის ის, რომ უცხო ქვეყნის მთავრობის, კერძოდ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსული რეგიონების პარტიის ლობისტად, კანონის დარღვევით, რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა.
ბრალდებაში მანაფორტის ეს საქმიანობა აღწერილია, როგორც ფართო სქემის ნაწილი. მანაფორტის გარდა, ბრალი წაუყენეს მის საქმიან პარტნიორ რიკ გეიტსს. ბრალდებულებს ედავებიან, რომ ისინი ცდილობდნენ, შეერთებულ შტატებში იმ პარტიის ინტერესები გაეტარებინათ, რომელიც უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ უკრაინას რუსეთისაკენ მიაქანებდა.
მერკური ფაბლიქ ეფეარსი და პოდესტა გრუფი უარყოფენ, რომ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიის სასარგებლოდ განზრახ მუშაობდნენ. ისინი განცხადებაში ამბობენ, რომ ეგონათ, თანამედროვე უკრაინის ევროპული ცენტრი პროევროპული ორგანიზაცია იყო, რომელიც ამერიკისათვის უკრაინის უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად.
პოდესტა გრუფის აღმასრულებელმა დირექტორმა კიმბერლი ფრიტსმა ამერიკის ხმას განუცხადა, რომ ორმა ლობისტურმა ფირმამ თანამედროვე უკრაინის ევროპულ ცენტრთან კონტრაქტი მხოლოდ მას შემდეგ გააფორმა, რაც აღნიშნულმა ორგანიზაციამ წერილობით დაადასტურა, რომ მათი საქმიანობა არც პირდაპირ და არც ირიბად არ იმართებოდა უცხო ქვეყნის მთავრობის ან პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ. თანამედროვე უკრაინის ევროპული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ინა კირშმა ეს ინფორმაცია დაადასტურა: "პოდესტა გრუფი და მერკური ფაბლიქ ეფეარსი დავარწმუნეთ, რომ რეგიონების პარტიის, უკრაინის მთავრობისა და პრეზიდენტისაგან ფული არასდროს მიგვიღია და რომ ჩვენ კერძო შემოწირულობებით ვარსებობდით."
კირშმა ამერიკის ხმას უთხრა, რომ მის ორგანიზაციას ამერიკული ფირმებისათვის ფული არ გადაუხდია. მართლაც, ბრალდების თანახმად, კომპანიებმა A-მ და B-მ 2 მილიონ დოლარზე მეტი ანაზღაურება მანაფორტის კიევური კომპანიის ოფშორული ანგარიშიდან მიიღეს.
მაგრამ საკმარისი იყო, ლობისტურ ფირმებს მანაფორტის სახელი გუგლში ჩაეწერათ, რომ მაშინვე მიმხვდარიყვნენ, თუ ვის სასარგებლოდ მუშაობდა ის. ნიუ იორკ თაიმსი ჯერ კიდევ 2007 წელს წერდა, რომ მანაფორტი "კულისებში მოქმედი იმპრესარიო" იყო, რომელმაც [მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრ] იანუკოვიჩს ხელი მოჰკიდა და უკრაინის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად აქცია.
2012 წლის მარტში ახალი ამბების ყველაზე გავლენიანმა უკრაინულმა ვებგვერდმა უკრაინსკა პრავდამ თანამედროვე უკრაინის ევროპული ცენტრის შესახებ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ ორგანიზაციას თავმჯდომარეობდა ლეონიდ კოჟარა, რეგიონების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 2012 წლის მიწურულს იანუკოვიჩმა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში კოჟარამ უარყო, რომ ხსენებულ ორგანიზაციას ოდესმე ხელმძღვანელობდა, თუმცა დაადასტურა, რომ ამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სამეთვალყურეო საბჭოში უხელფასოდ მუშაობდა.
ბრალდების თანახმად, მანაფორტი და გეიტსი შეერთებულ შტატებში 12 ორგანიზაციას, კვიპროსში აგრეთვე 12 ორგანიზაციას და უცხოურ ქვეყნებში კიდევ სამ ორგანიზაციას აკონტროლებდნენ, რომელთა ოფშორულ ანგარიშებზე, საერთო ჯამში, 75 მილიონმა დოლარმა გაიარა. მანაფორტს 18 მილიონი დოლარის, გეიტსს კი სამი მილიონი დოლარის გათეთრება ედება ბრალად.
პოდესტა გრუფის დამფუძნებელი ტონი პოდესტა დემოკრატიული პარტიის ძველი შემწირველია. მან თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. ტონი პოდესტას ძმა, ჯონ პოდესტა ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარეა. ძმებმა პოდესტა გრუფი 1988 წელს დააფუძნეს. ჯონს ამ ორგანიზაციასთან 1990-იანი წლების შემდეგ არ უთანამშრომლია.
პოდესტა გრუფს კონტრაქტები აქვს აზერბაიჯანისა და საუდის არაბეთის მთავრობებთან, აგრეთვე წარსულში რუსეთის უმსხვილეს ბანკ, სბერბანკთანაც თანამშრომლობდა. ტონი პოდესტასათვის ბრალი არ წაუყენებიათ, თუმცა ის და მეორე ლობისტური ფირმა მერკურის წარმომადგენლები ჩვენებების მისაცემად სასამართლოში დაიბარეს.
მასალა ეფუძნება ამერიკის ხმის უკრაინული რედაქციის წევრის ტატიანა ვოროჟკოს ჟურნალისტურ გამოძიებას.
-
20 ფილმი, რომელსაც 2026 წელს 20 წელი უსრულდება 20 ფილმი, რომელსაც 2026 წელს 20 წელი უსრულდება
გადახედვა
-
2025 წელს ოკეანეები რეკორდულად გათბა — ჰიროსიმას 12 ატომური აფეთქების ენერგია წამში 2025 წელს ოკეანეები რეკორდულად გათბა — ჰიროსიმას 12 ატომური აფეთქების ენერგია წამში
გადახედვა
-
გოგა ხაინდარავა "ფორმულას" უჩივის გოგა ხაინდარავა "ფორმულას" უჩივის
გადახედვა
-
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა
-
ილჰამ ალიევი: ამჟამად ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღეს ერთ დღეს სომხეთი პირდაპირ გადაზიდვებს განახორციელებს აზერბაიჯანიდან ილჰამ ალიევი: ამჟამად ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღეს ერთ დღეს სომხეთი პირდაპირ გადაზიდვებს განახორციელებს აზერბაიჯანიდან
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ტყიბულში დაცვისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა რესტორანში მიხეილ შუფუტინსკის მუსიკის გამო იჩხუბეს ტყიბულში დაცვისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა რესტორანში მიხეილ შუფუტინსკის მუსიკის გამო იჩხუბეს
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე: მოწყალების დღეს ყველაზე არაკაცური ქმედება ჩაიდინეთ! ზვიად ცეცხლაძე: მოწყალების დღეს ყველაზე არაკაცური ქმედება ჩაიდინეთ!
გადახედვა
-
ალან გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის მთავრობა დაითხოვა ალან გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის მთავრობა დაითხოვა
გადახედვა
-
ვალენტინოს ხსოვნისადმი მიძღვნილი წითელი კაბების კოლექცია ვალენტინოს ხსოვნისადმი მიძღვნილი წითელი კაბების კოლექცია
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: გამოსავალი არის ერთი და ერთადერთი — ახალი არჩევნები... ის პარტიები, რომლებიც დღეს იქმნებიან, უთუოდ გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან სალომე ზურაბიშვილი: გამოსავალი არის ერთი და ერთადერთი — ახალი არჩევნები... ის პარტიები, რომლებიც დღეს იქმნებიან, უთუოდ გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: 2025 წლის მთავარი სამეცნიერო მიღწევები შემდეგი პოდკასტი: 2025 წლის მთავარი სამეცნიერო მიღწევები
-
სერიალები, რომლებიც 20+ წელს ითვლის სერიალები, რომლებიც 20+ წელს ითვლის
გადახედვა
-
სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ზოდელავა "ოცნების" ხელისუფლების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ზოდელავა "ოცნების" ხელისუფლების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური, პატიმრების გაშიშვლებასთან დაკავშირებით, ნანა სანდერსის განცხადებას ეხმაურება პენიტენციური სამსახური, პატიმრების გაშიშვლებასთან დაკავშირებით, ნანა სანდერსის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
დონალდ ტრამპმა ღაზას მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია — მოსაწვევები მიიღეს ალიევმა და ფაშიანიანმა დონალდ ტრამპმა ღაზას მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია — მოსაწვევები მიიღეს ალიევმა და ფაშიანიანმა
გადახედვა
-
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში — Global Finance-ის ჯილდო თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში — Global Finance-ის ჯილდო
-
Beyond Taste - Lamborghini Tbilisi-ს ექსკლუზიური ვახშამი სერვისცენტრში Beyond Taste - Lamborghini Tbilisi-ს ექსკლუზიური ვახშამი სერვისცენტრში
-
ქალი პოლიტიკოსები სახალხო დამცველს მიმარტავენ, დაუყოვნებლივ, პირადად მოინახულოს ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი ქალი პოლიტიკოსები სახალხო დამცველს მიმარტავენ, დაუყოვნებლივ, პირადად მოინახულოს ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი
გადახედვა
-
TI: კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი "ოცნების" დეპუტატები ფლობენ წილს, ტენდერების მოგების შემდეგ ₾465 900 569 მიიღეს TI: კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი "ოცნების" დეპუტატები ფლობენ წილს, ტენდერების მოგების შემდეგ ₾465 900 569 მიიღეს
გადახედვა
-
ბრუკლინ ბექჰემის სკანდალური ბრალდებები მშობლებისადმი ბრუკლინ ბექჰემის სკანდალური ბრალდებები მშობლებისადმი
გადახედვა
კომენტარები