რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
თბილისში, რუსთაველის #12-ში, ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის ადგილზეც 11-სართულიანი სასტუმრო აშენდება და მასში კაზინო და სავაჭრო სივრცეც იქნება ინტეგრირებული. შენობა "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორის, თამაზ გაიაშვილის კომპანია შპს "მარილი 2020-ს" ეკუთვნის და მისი 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა.
შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, ამის შესახებ ორი დღის წინ თბილისის მერმაც ისაუბრა.
"სოციალურ ქსელებში ალბათ შეგხვდათ ვიდეოები, სადაც ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს და, შესაბამისად, მისი რეკონსტრუქცია დაუშვებელია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს. ეს არ იქნება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, არამედ აქ განთავსდება სასტუმრო, სადაც, პროექტის თანახმად, შენარჩუნდება არსებული პორტალი – რუსთაველის გამზირის მხრიდან შესასვლელი", — განაცხადა კახა კალაძემ.
რა დრო დასჭირდება ქალაქის ცენტრალურ გამზირზე სასტუმროს აშენებას უცნობია. როგორც bm.ge წერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვა 2024 წელს გასცა. ახალი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონ დოლარს აღემატება.
მთლიანობაში შენობას 11 სართული ექნება, მათ შორის 3 მიწისქვეშ განთავსდება და 23,323 კვადრატულ მეტრს დაიკავებს. ახალ სასტუმროს 201 ნომერი ექნება.
ახალ ნაგებობის შუაში წრიული ფორმის შიდა ეზო განთავსდება. კომპლექსში კაზინოს გარდა კომერციული ფართებიც მოეწყობა, შენობის სახურავზე განთავსდება 118 კვადრატული მეტრის ფართობის აუზიც.
შენობის ისტორია
რუსთაველის გამზირის #12-ში არსებულ შენობის ისტორიაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს "რადიო თავისუფლება". გამოცემა წერს, რომ თბილისის განაშენიანების კვალდაკვალ, რუსთაველის #12-ში 1877 წელს ივანე ბაგრატიონ-მუხრანელის სამსართულიანი სახლი აშენდა. პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის, "დროების" რედაქციაც აქ ყოფილა. 1921 წელს სახლი ხანძარმა გაანადგურა. 1928 წელს კი თბილისის საქალაქო საბჭომ გადაწყვიტა, აქ კავშირგაბმულობის შენობა აეგო. მშენებლობა 1930 წელს დასრულდა. კავშირგაბმულობის სახლი ნაწილობრივ 90-იან წლებშიც დაიწვა, როდესაც რუსთაველზე სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. დღეს კი შენობა, როგორც უკვე ითქვა, თამაზ გაიაშვილის კომპანიას "მარილი-2020" ეკუთვნის.
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
კომენტარები