ეკა ბესელია

1 Nov. 2017, 22:33

ადამიანურად, მეც ვიყავი შეწუხებული ასეთი რეაქციებით [გურამ კაშიას მიმართ]. ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ ჩავწერეთ პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებისა და მისი განსხვავებულობის, თანასწორობის იდეის. ამავე კონსტიტუციაში ჩავწერეთ ქორწინების დეფინიცია, მაგრამ ასევე, იქვე ჩავწერეთ ძალიან მაღალი სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეიძლება შეექმნას სრულიად განსხვავებული შეხედულება და მოსაზრება, მის მიმართ უნდა არსებობდეს მისი ძალადობისგან დაცვის გარანტიები. მე მესმის, რომ საქართველოში არსებობს საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელსაც აქვს კონსერვატორული ან ლიბერალური შეხედულებები. კონსტიტუცია ამბობს, რომ პატივი უნდა სცე ადამიანის თავისუფალ ნებას. 

იმ ფეხბურთელმა თქვა საკუთარი მოსაზრება. ეს შეიძლება ვინმეს მოეწონოს, ან არ მოეწონოს სამკლაურით გამოვა თუ მაისურზე რაღაც ნიშანი ექნება, ამის გამო იერიშის მიტანა, მე როგორც ადამიანის უფლებების დამცველს მიმაჩნია, რომ არ შეიძლება და არ არის გამართლებული. მე მომწონს თუ არ მომწონს რომელიმე ადამიანის შეხედულება ან გემოვნება, ჩაცმის სტილი თუ ცხოვრების წესი, აგრესიული ფორმით და თავდასხმებით, ძალადობრივი გამოსვლები, არ მიმაჩნია რომ სამართლებრივად სწორია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ