პარტნიორის კონტენტი

უნდა გავრისკოთ თუ არა სესხის აღება, როცა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის დაწყება გვსურს?

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება
სტატიას წარმოგიდგენთ

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი წლიდან წლამდე ვითარდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, ბიზნესის კეთებით დაინტერესებული ადამიანები ცდილობენ დაიწყონ ან განავითრონ საკუთარი საქმიანობა, რისთვისაც ხშირად დამატებითი ფულადი სახსრებია საჭირო. თუ თქვენ ასეთი ადამიანების სიაში ხართ, მაგრამ სესხის აღებას ვერ რისკავთ, გაეცანით კრედო ბანკის აგრობიზნეს სესხის შემოთავაზებას.

რას ნიშნავს აგრობიზნეს სესხი?

აგრობიზნეს სესხი არის კრედო ბანკის მიერ შექმნილი მომსახურება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის არის განკუთვნილი.

თქვენ ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რომ სესხის აღება პრობლემებთან და მძიმე საგადასახადო გრაფიკთან არის დაკავშირებული, თუმცა აგრობიზნეს სესხის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. აგრობიზნეს სესხი სპეციალურად არის შექმნილი მომხმარებლის კომფორტისათვის, რათა ნებისმიერი სასოფლო სამეურნეო ან სამომხმარებლო საჭიროება დაიფინანსოს ისე, რომ სესხის გადახდა მძიმე ტვირთად არ ექცეს.

რისთვის შეიძლება ავიღოთ აგროსესხი?

ამისათვის მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ მიწა და გსურთ პომიდვრის მოყვანა, თუმცა სათბურის ასაშენებლად არ გყოფნით თანხა, დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კრედო ბანკს. კრედო ბანკი შეისწავლის ბიზნეს გეგმას, თქვენთან ერთად განსაზღვრავს თქვენს საჭიროებებსა და სასურველ თანხას, რის შემდეგაც მიიღებთ დაფინანსებას.

აგრობიზნეს სესხის აღება შეიძლება მაღაზიის მარაგის შესავსებად, თქვენი ბიზნესის ინფრასტრუქტურის გასამართად, ტექნიკისა და მოსავლის მოსაყვანად საჭირო სასუქის შესაძენად, საქონლის შესაძენად, ფერმის გასაკეთებლად, შხამ-ქიმიკატების შესაძენად და სხვ. ერთი სიტყვით, ყველა საჭიროებისთვის, რაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაწყებას ან განვითარებას ეხება, შეგიძლიათ სესხი მოითხოვოთ.

ვინ შეიძლება აიღოს აგრობიზნეს სესხი?

თუ თქვენ ხართ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე და გსურთ აგრობიზნეს საქმიანობის დაწყება ან გაფართოება, მაშინ ზუსტად ის ხართ, ვისთვისაც კრედო ბანკი გასცემს სესხს. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს გამოცდილებას, წარსულის საქმიანობას ან რაიმე სხვა ნიშანს. საკმარისია გქონდეთ კარგად მომზადებული ბიზნეს გეგმა და აკმაყოფილებდეთ კრედო ბანკის მოთხოვნებს, რათა სესხი მოითხოვოთ.

რა არის საჭირო სესხის ასაღებად?

კრედო ბანკში სესხის მოთხოვნა ძალიან მარტივია. ამისათვის საკმარისია შეავსოთ ონლაინ განაცხადი, რის შემდეგაც სპეციალისტები დაგიკავშირდებიან და დეტალებზე გაგესაუბრებიან. ამ პროცესის მთავარი პლუსი ისაა, რომ ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროში ხდება და არ გიწევთ ოფისიდან-ოფისში სიარული.

კრედი ბანკის სერვისცენტრში მხოლოდ სპეციალისტებთან გასაუბრების შემდეგ მოგიწევთ მისვლა, რათა საბოლოო დეტალები შეათანხმოთ.

მჭირდება თუ არა თავდები სესხის ასაღებად?

თავდების მოთხოვნა სავალდებულო არ არის, ეს დამოკიდებულია თქვენ მიერ მოთხოვნილ თანხის მოცულობაზე, ანალიზზე, რომელსაც კრედო ბანკის თანამშრომლები დაამუშავებენ. მეურნეობაზე ან საქმიანობაზე, რომელსაც თქვენ ეწევით და ა.შ.

დაგჭირდებათ თუ არა თავდების წარდგენა, ამას სპეციალისტთან გასაუბრების შემდეგ გაიგებთ.

თავდების მოძებნა და მისი წარდგენა დიდ დროს საჭიროებს ხოლმე. თქვენთანაც ასეა?

კრედო ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს კომფორტული სერვისი მიაწოდოს და დამატებითი დაბრკოლებები არ შეუქმნას. სწორედ ამიტომ, სესხის გაცემისას თავდების წარდგენა თუ გახდება საჭირო, სპეციალისტთა ჯგუფი შეეცდება, რომ ეს პროცესი არ გაიწელოს და მაქსიმალურად მოკლე დროში გადაჭრას პრობლემა.

როგორც უკვე ვთქვით, თავდების მოთხოვნა დამოკიდებულია კერძო შემთხვევებზე. ამ დროს ექსპერტთა ჯგუფი ითვალისწინებს თქვენს ფინანსურ მონაცემებს, მოთხოვნილი სესხის რაოდენობას და ა.შ.

ხშირად ისე ხდება, რომ შეიძლება სესხის თანხის შეტანა დაგვიანდეს, რა მოხდება ასეთ დროს?

გადახდის გრაფიკის შედგენისას კრედო ბანკის მთავარი საზრუნავი ისაა, რომ თქვენი გადახდისუნარიანობას მაქსიმალურად შეუწყონ ხელი. ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესით ხართ დაკავებული.

წარმოიდგინეთ, რომ ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამთ და შემოსავალს დროთა განმავლობაში, მოსავლის აღებისა და რეალიზაციის დროს იღებთ, როგორი იქნებოდა თქვენთვის სასურველი გრაფიკი? ცხადია, რომ თანხის გადახდას მაშინ ისურვებდით, როცა შემოსავალი გექნებოდათ. სწორედ ამიტომ, აგრობიზნეს-სესხის მომსახურება საშეღავათო პერიოდს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც გადახდას სწორედ მოსავლის აღებისას დაიწყებთ.

ახლა თუ ვაპირებ აგრობიზნესის წამოწყებას და აქამდე არ მქონია სესხი, მაინც მომცემთ?

თუ თქვენ ახლა აპირებთ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის დაწყებას, აგრობიზნეს სესხის მომსახურება სპეციალურად მოიცავს აგრო Start Up სესხს, რომელიც სპეციალურად სასოფლო სამეურნეო საქმიანობის დასაწყებად ან დიდი ხნის შეჩერებულის განსაახლებად არის შემუშავებული. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ მიმართოთ კრედო ბანკს და მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება.

და თუ აქამდე სხვა სესხიც მქონია და ჯერ ბოლომდე არ დამიფარავს, მაინც მაქვს შანსი რომ სესხი ავიღო?

ამ შემთხვევაში საქმე მარტივადაა. თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა ადასტურებს, რომ ახალი სესხის აღებისას თანხის გადახდას დაუბრკოლებლად შეძლებთ, მაშინ სხვა ბანკში არსებული სესხი დაბრკოლება არ იქნება, თუმცა...

მარტივად შესაძლებელია, რომ ორ სხვადასხვა ორგანიზაციაში არსებული სესხი თქვენთვისვე აღმოჩნდეს წამგებიანი და ხარჯიანი. ამის გარკვევაში კრედო ბანკის ექსპერტები დაგეხმარებიან და შემდეგ შემოგთავაზებენ სესხის გადმოტანის ეფექტურ პირობებს, რომელიც უფრო მომგებიანი იქნება თქვენთვის. გახსოვდეთ, რომ თუ შემოთავაზება უფრო წამგებიანი იქნება ვიდრე არსებული მდგომარეობა, კრედო ბანკის ექსპერტები ამასაც დაუფარავად გაცნობებენ.

თუ ცუდი საკრედიტო ისტორია მაქვს ან მქონდა, მომცემთ სესხს?

ასეთ შემთხვევაში ზუსტი პასუხის მიღება ექსპერტთან მუშაობის შემდეგ გეცოდინებათ, თუმცა ეს ავტომატურ უარს არ ნიშნავს. კრედო ბანკის თანამშრომელი მაქსიმალურად შეეცდება, რომ თქვენი შანსები გაზარდოს. ის შეისწავლის თქვენს საკრედიტო ისტორიას და ზუსტი ანალიზის შემდეგ გაგცემთ პასუხს.

აუცილებელია, რომ ზუსტად იცოდეთ რაში ვაპირებ მიღებული თანხის დახარჯვას?

კრედო ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ წარმატებას მიაღწიოთ წამოწყებულ ბიზნესში. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ექსპერტებმა ზუსტად იცოდნენ რისთვის გჭირდებათ თანხის აღება, რათა სწორად მოხდეს პროდუქტის, საშეღავათო პერიოდის, გადახდის გრაფიკისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების განსაზღვრა.

კრედო ბანკის ყოველი თანამშრომელი მონდომებულია, რომ საუკეთესო პირობები შემოგთავაზოთ და ინფორმაციის დამალვამ შესაძლოა სესხზე უარის თქმაც კი გამოიწვიოს. .

ტრაქტორის საყიდლად რომ ავიღო სესხი და მოგვიანებით გადავიფიქრო და პირუტყვი შევიძინო, რა მოხდება?

ცხადია, შესაძლებელია, თუ ეს თქვენი ბიზნესისთვის აუცილებელია. ოღონდ, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება თქვენი სესხის ოფიცერთან უნდა შეათანხმოთ და ის დაგეხმარებათ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.

მოსავალი რომ ვერ ავიღო ან სეტყვამ რომ გამიფუჭოს, რაიმე შეღავათი მექნება თქვენთან?

სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის არის შექმნილი მოსავლის დაზღვევა. კრედო ბანკში ალდაგის მოსავლის დაზღვევას შეიძენთ განვადების საუკეთესო პირობებით. ზარალის შემთხვევაში კი როგორც სესხის, ასევე მოსავლის დაზღვევის განვადების ღირებულება შეიძლება დაიფაროს ზარალის ანაზღაურებით.

სესხს ლარში გასცემთ თუ დოლარში?

კრედო ბანკი ითვალისწინებს რისკებს და სწორედ ამიტომ, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, სესხები გაიცემა ლარში.

რამდენ ხანში ამტკიცებთ სესხს?

სესხის დამტკიცება დამოკიდებულია ცალკეულ შემთხვევებზე. რაც უფრო მასშტაბურია თქვენი ბიზნესი, მით უფრო მეტი დრო სჭირდება სესხის გაცემას.

ნუ შეგაშინებთ სიტყვათა შეთანხმება „მეტი დრო“. ნებისმიერ შემთხვევაში, კრედო ბანკი სესხს ძალიან სწრაფად, 15 წუთიდან ორი დღის ვადაში ამტკიცებს.

აღებულ სესხზე რომ თანხის დამატება დამჭირდეს, შემიძლია მოგმართოთ?

აუცილებლად, ასეთ დროს თქვენი სესხის ოფიცერი უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში. მისი დახმარებით განსაზღვრავთ რამდენად მიზანშეწონილია სესხის გაზრდა თქვენი ბიზნესისთვის. თუ თქვენი საქმე კარგად მიდის და ბიზნესის გაფართოება გსურთ, ან წარმატებისთვის მეტი ფული გჭირდებათ, სესხის აღებამდე აუცილებელია ანალიზის გაკეთება. გადაწყვეტილების მიღებაში კი თქვენი სესხის ოფიცერის კომპეტენტური რჩევები დაგეხმარებათ.

ვინ არის სესხის ოფიცერი?

სესხის ოფიცერი თქვენი მეგობარია. სწორედ ის დაგეხმარებათ ყველა საკითხის მოგვარებაში. მნიშვნელობა არ აქვს რა შეკითხვა გაგიჩნდებათ, სესხის ოფიცერს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი. მისი მთავარი დავალებაა, რომ წარმატების მიღწევაში მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი.

კრედო ბანკის შემთხვევაში, სესხის ოფიცერი არ არის სტერეოტიპულად მკაცრი გამომეტყველების მქონე ადამიანი. აქ სრულიად საპირისპიროდაა საქმე - ის არის ადამიანი, რომელიც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში პროფესიონალურ ანალიზს გთავაზობთ და გეხმარებათ სწორი ნაბიჯის გადადგმაში.

მაგალითად, თუ თქვენ გსურთ პირუტყვის შეძენა და არჩევანის გაკეთება გიჭირთ, შეგიძლიათ დაურეკოთ თქვენი სესხის ოფიცერს და ის იქნება ადამიანი, რომელიც შეეცდება ყველაზე მომგებიან ფასში, საუკეთესო ჯიშის პირუტყვი შეგარჩევინოთ.

მაქსიმუმ რა რაოდენობის სესხს გასცემთ?

თანხის მაქსიმალური რაოდენობა თქვენი საჭიროების, მიზნებისა და შემოსავლების მიხედვით დაითვლება.

შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ თქვენი იდეის განსახორციელებლად დიდი რაოდენობის თანხა გჭირდებათ, მაგრამ ექსპერტთან კონსულტაციის შემდეგ აღმოჩნდეს, რომ ამდენი ფული სულაც არ არის საჭირო ბიზნესის დასაწყებად.

სესხის წინასწარ დაფარვა რომ მომინდეს, რა პირობები გაქვთ?

თუ მოხდა ისე, რომ თქვენი ბიზნესი იმაზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე გეგონათ, ან უბრალოდ ბევრი ფული იშოვეთ და სესხის დაფარვა გსურთ, გადაწყვეტილების მიღებაში კვლავ ექსპერტი დაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში პირობები ინდივიდუალურად დგინდება და დამოკიდებულია თქვენს საქმიანობაზე, დადგენილი გადახდის გრაფიკზე და სხვ.

ერთი სიტყვით, ამ საკითხის მოგვარებაშიც თქვენი სესხის ოფიცერი დაგეხმარებათ.

კარგი, ეს ყველაფერი გავიგე და დამაინტერესა პირობებმა, ახლა რა ვქნა?

სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის დაწყებით თუ დაინტერესდით, ეს უკვე კარგია. ახლა შეგიძლიათ შეავსოთ კრედო ბანკის ონლაინ განაცხადი, რის შემდეგაც კრედო ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და ყველაფერში დეტალურად გაგარკვევთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: რა იცი ელექტრონულ არჩევნებზე?
  2. ქვიზი: როგორ გახსოვს გასული თვეების პოლიტიკური მოვლენები?
  3. მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ზე წარდგება
  4. ქვიზი: შეამოწმე შენი ცოდნა ავტომობილებში
  5. პეტრაში, სადაც ინდიანა ჯონსის გადაღებები მიმდინარეობდა, საიდუმლო სამარხი აღმოაჩინეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ISFED: "ოცნების" აქტივისტები ხმების სანაცვლოდ არიგებენ პროდუქტს, ამომრჩევლებს ართმევენ პირადობებს და ავრცელებენ დეზინფორმაციას

სამართლიანი არჩევნები ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. განცხადებაში…