ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში ახალი — რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება და ამ პოსტზე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე ინიშნება. ამასთან, ის კვლავ შეინარჩუნებს ვიცეპრემიერის პოსტს.
როგორ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, ამ ფონზე დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის სექტემბერში გაუქმდება. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი კი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გადავა. მთავრობის ადმინისტრაცია გავრცელებულ პრესრელიზში წერს, რომ ირაკლი კობახიძემ "მადლობა გადაუხადა კახა გულედანს მინისტრის პოზიციაზე გაწეული უაღრესად მაღალპროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის".
მისივე თქმით, ვინაიდან, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება კანონის მიღებას საჭიროებს, ამ თანამდებობის შექმნამდე, სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.
როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, მამუკა მდინარაძემ სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ამ სისტემის ჩამოყალიბებაში და მომავალში სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაციას და მუშაობას სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობა აღარ დასჭირდება.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცეპრემიერის მოვალეობას. რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეებში მუშაობდა და განაცხადა, რომ "გამოწვევა მიღებულია და რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია".
"ძალიან დიდი პატივია და მეორე მხრივ დიდი გამოწვევაა. მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. ბატონო პრემიერო, გამოწვევა მიღებულია. ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია. გამოწვევაა იმიტომ, რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობა და ამ გამოწვევის გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას. როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას, დარწმუნებული ვარ ასე გამომივა, ჩვენი გუნდის, გუნდის ლიდერების ნდობით ამას ყველაფერს შევძლებთ.
მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. იქ მუშაობენ გმირები, დღე და ღამეს ასწორებენ იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში. ყველა მათგანს უღრმესი მადლობა. ჩემს ახალ თანამშრომლებს და ახალ თანამებრძოლებს ვპირდები, რომ მათთან ერთად ვიბრძოლებთ დაუღალავად", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე მიმდინარე წლის 30 აპრილს დაინიშნა. მანამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. სუს-ში მდინარაძის ადგილი გეკა გელაძემ დაიკავა.
რეგიონული განვითარების მინისტრად კახაბერ გულედანი 2025 წლის აპრილში დაინიშნა. მან ამ პოსტზე განსასჯელის სკამზე მყოფი სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა. სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება ედება. სასამართლოს ლილუაშვილისთვის განაჩენი ჯერჯერობით არ გამოუტანია.
29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულებაში ცვლილება შევიდა და მინისტრის მოადგილეების რაოდენობა 5-დან 6-მდე გაიზარდა. ახალი მოადგილის პოსტს, როგორც უკვე ვახსენეთ რეგიონული განვითარების უკვე ყოფილი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს.
ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს ამ დრომდე ხუთი მოადგილე ჰყავდა. პირველი მოადგილე — ვახუშტი ბაგრატიონი და მოადგილეები: გიორგი კობერიძე, ბათუ გურჯიძე, ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 28 ივლისს თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა. მან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას დაასახელა. 29 ივლისს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დაინიშნა, რომელიც კულტურის მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.
მანამდე მიხეილ კიკნაძის კულტურის სამინისტროში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო. სამინისტროში მისვლამდე — 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის ნოემბრამდე საქართველოს რკინიგზაში ანალიზისა და მონიტორინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სადაც 10 თვეში 45 575 ლარი მიიღო ხელფასის სახით; 2024 წელს ასევე 2 თვით დასაქმებული იყო შპს "ჯიარ ტრანზიტ ლაინში" შიდა მონიტორინგის მენეჯერად.
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
კომენტარები