გიორგი მერებაშვილი

31 Oct. 2017, 10:37

სამწუხაროა ნამდვილად, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს [გურამ კაშიას სოლიდარობა ლგბტ პირების მიმართ]. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ნებისმიერი რასისა თუ ორიენტაციის ადამიანის მიმართ ძალადობა არის დასაგმობი. მე ამაში ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, ვინც ნორმალურად აზროვნებს. გურამ კაშიას დიდი ხანია ვიცნობ, დაახლოებით 15-16 წელია და ვიცნობ არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელს, არამედ, როგორც პიროვნებას, ძალიან კარგი პიროვნებაა და სამწუხაროა, რომ ასეთი აგრესია გამოვლინდა ამ სამკლაურის გამო. მე ვფიქრობ, რომ ის არ იმსახურებს ამ ყველაფერს. ნებისმიერი ქართველი უნდა ამაყობდეს მისით. სასაცილოა ეს ყველაფერი. მეც ბევრჯერ გავიგე, რომ ნაკრებიდან მოიკვეთოს. მას ძალიან ბევრი წარმატება აქვს მოტანილი ნაკრებისთვის და ნამდვილად არ იმსახურებს მოკვეთას, მით უმეტეს, სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთს არ უდგას კარგი დრო. არ გვაქვს ჩვენ ფუფუნება, რომ რომელიმე ფეხბურთელი მოვინაკლისოთ და ნაკრებიდან მოვკვეთოთ, მით უმეტეს, ამის გამო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისა და პლოცკის "ვისლას" შემტევი ნახევარმცველის გიორგი მერებაშვილის ვიდეომიმართვა ტვ პირველმა გაავრცელა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ